ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში COVID-19-ის კონტროლისთვის სპეციალური აპლიკაცია ამჟამად სატესტო რეჟიმშია . მისი თქმით, მიმდინარეობს აპლიკაციის რეალობაში მოყვანა, მისი გამართულობისა და ეფექტურობის დატესტვა და მორგება ქართულ სეგმენტზე. მინისტრის თქმით, უახლოეს მომავალში იგეგმება მოსახლეობის ინფორმირება აღნიშნულ აპლიკაციასთან დაკავშირებით და ყველა დეტალი მალე გახდება ცნობილი.
აპლიკაციის უმთავრესი მიზანია თითეული მოქალაქის ჯანმრთელობის უზრუნვეყოფა და კორონა ვირუსის პრევენცია. აღნიშნული აპლიკაციით ცნობილი იქნება ისეთი ინფორმაციები, როგორიცაა თუ სად იმყოფებოდა ინფიცირებული ადამიანი და ასევე ჰქონდა თუ არა ადამიანს კორონა ვირუსით დაინფიცირებულთან უშუალო კონტაქტი. მინისტრის განცხადებით, “აღნიშნული აპლიკაცია მნიშვნელოვნად დაეხმარება დაავადებათა კონტროლის ცენტრის ეპიდემიოლოგებს შემდგომი და ადრეული კონტაქტების იდენტიფიცრებაში”.
მსგავსი ტექნოლოგიით უკვე სარგებლობს ისრაელი და სატესტო რეჟიმშია აშშ-ც.
ჯერჯერობით, უცნობია თუ ვინ მუშაობს აპლიკაციის შექმნაზე , როდიდან უნდა ველოდოთ მის ამოქმედებას, იქნება თუ არა მისი გამოყენება ნებაყოფლობითი. არც ისაა ცნობილი, როგორ მოხდება პერსონალური ინფორმაციის დამუშავება.
საქართველოში Covid 19-ის საკონტროლო აპლიკაცია უკვე იტესტება
