მთელ მსოფლიოში, მთავრობები და ჯანდაცვის ორგანოები ერთად მუშაობენ, რომ გამოძებნონ COVID-19-ის პანდემიის გამოსავალი, დაიცვან ხალხი და დაუბრუნონ საზოგადოება ძველ რითმს. პროგრამული დეველოპერები ამ პროცესს ხელს უწყობენ სხვადასხვა პროგრამების შექმნითა და შემუშავებით, რათა თავიანთი წვლილი შეიტანონ ვირუსის დამარცხებასა და ადამიანთა სიცოცხლეების გადარჩენაში. სწორედ ამ იდეით Apple-მა და Google-მა დააანონსეს, რომ ერთობლივი ძალებით ქმნიან სისტემას Bluetooth-ის გამოყენებით, რომელიც დაეხმარება მთავრობებსა და ჯანდაცვის ორგანოებს ვირუსის გავრცელების მონიტორინგში, მომხმარებლის უსაფრთოებისა და კონფიდენციალურობის დაცვით.
აპლიკაციის მუშაობის პრინციპი იქნება შემდეგნაირი: ვინაიდან დადგენილია, რომ ვირუსი გადადის ვირუსის მატარებელთან ახლო კონტაქტით, თქვენი სმარტფონი Bluetooth-ის მეშვეობით თავს მოუყრის 5 წუთის განმავლობაში უახლოესი სმარტფონების შესახებ ინფორმაციას. შემდგომ, თუკი თქვენი მობილურის მიერ შენახული ბაზიდან რომელიმე კონტაქტს გამოუვლინდება კორონა ვირუსი, თქვენი სმარტფონი ამას შეგატყობინებთ. აღსანიშნავია, რომ ინფორმაცია კორონა ვირუსით დაინფიცირების შესახებ, შეუძლია შეიყვანოს როგორც მომხმარებელმა, ასევე ჯანდაცვის ორგანოს წარმომადგენელმაც.
როგორც ცნობილია მაისში, ორივე კომპანია გამოაქვეყნებს API-ს(application program interface). აპლიკაციის გადმოწერა შემდგომ ეტაპზე შესაძლებელი იქნება თითოეული სმარტფონის შესაბამისი App Store-დან.
აღსანიშნავია, რომ Apple-ისა და Google-ის ერთობლივი სისტემა არ გულისხმობს ადგილმდებარეობის ისტორიის კონტროლს, ის მხოლოდ თქვენს ახლოს მყოფ სმარტფონიან ადამიანებს ინიშნავს შესაძლო კონტაქტებად.
Apple და Google აღნიშნავენ, რომ მათი არსებობის ხანგრძლივ პერიოდში, არ ყოფილა უფრო მნიშვნელოვანი მომენტი, როცა საჭიროა მათი ძალების ერთად მობილიზება და მაქსიმალური გამოყენება მსოფლიოში ყველაზე აქტუალური პრობლემის წინააღმდეგ. დეველოპერებთან, მთავრობებთან და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროვაიდერებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ისინი იმედოვნებენ, რომ ტექნოლოგიები მსოფლიოს მთავრობებს დაეხმარება COVID-19 გავრცელების პრევენციასა და ყოველდღიური ჩვეული ცხოვრების რითმის დაბრუნებაში.
Apple და Google COVID-19-თან საბრძოლველად საერთო სისტემას ქმნიან
