15 აპრილს Apple-მა მეორე თაობის iPhone SE-ს გამოსვლის შესახებ განაცხადა.
ახალი iPhone SE-ს აქვს, 4,7 დიუმიანი Retina HD ეკრანი, ე.წ. Touch ID-ით. ახალ სმარტფონს აქვს კომპაქტური დიზაინი და აღსანიშნავია, რომ ის იქნება ფინანსურად ყველაზე ხელმისაწვდომი iPhone. ახალი iPhone SE იკვებება Apple– ის მიერ შექმნილი A13 Bionic-ით , სმარტფონში ჩამონტაჟებულია ყველაზე სწრაფი ჩიპი, რომ შეასრულოს ყველაზე მოთხოვნადი დავალებები.
ახალ iPhone SE-ს, ასევე აქვს საუკეთესო ფოტოკამერა პორტრეტის რეჟიმით. კამერის დიზაინი სპეციალურად არის შექმნილი, რათა გაუძლოს წყალსა და მტვერს.
ახალ iPhone SE წარმოდგენილი იქნება სამ ფერში, თეთრ, შავსა და წითელში. მისი ფასი 17 აპრილისთვის განისაზღვრება 399 აშშ დოლარით.
“პირველი თაობის iPhone SE ძალიან პოპულარული იყო მომხმარებლებში, რომლებსაც მოსწონდათ მისი ხელმისაწვდომი ფასისა და დიზაინის უნიკალური კომბინაცია. ახალი თაობის iPhone SE ემყარება იმავე იდეას და აუმჯობესებს მობილურის ფუნქციებს, უკეთესი სურათებისა და ვიდეობის გადასაღებად და შეინარჩუნოს ხელმისაწვდომი ფასი. ახალ iPhone SE-ს აქვს უკეთესი ელემენტი, იღებს შესანიშნავ პორტრეტის სურათებსა და HDR ხარისხის სურათებს, სწრაფია ე.წ. ვებ-სერფერებისთვის, თამაშებისთვის. ერთი სული გვაქვს ახალი iPhone SE ვიხილოთ ჩვენი მომხმარებლების ხელში” -განაცხადა ფილ შილერმა, apple-ის მარკეტინგის ვიცე პრეზიდენტმა.
Apple-მა მეორე თაობის iPhone SE-ს გამოსვლის შესახებ განაცხადა
