Your IP: 3.234.211.61

Apple ძველი iPhone-ების განზრახ შენელების გამო მზადაა თანხა გადაიხადოს

კომპანია Apple-ი მზადაა, ამერიკის 34 შტატში ძველი მოდელის iPhone-ების მუშაობის განზრახ შენელების გამო დაწყებული გამოძიებების შეჩერების სანაცვლოდ 113 მილიონი დოლარი გადაიხადოს. ამის შესახებ არიზონის შტატის გენერალურმა პროკურორმა, მარკ ბრნოვიჩმა განაცხადა.

Apple-ის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებას არიზონის, ინდიანისა და არკანზასის შტატები ხელმძღვანელობენ. პრეტენზიების დარეგულირება გამოძიების ფარგლებში კორპორაციის მხრიდან ბრალის აღიარებას არ ნიშნავს.

მარკ ბრნოვიჩის განცხადებით, კომპანია Apple-მა, ძველი მოდელის ტელეფონების მუშაობის შენელებით და უფრო ახალი მოდელების გაყიდვით დამატებითი სარგებელი მიიღო. შეთანხმების თანახმად, არიზონის შტატს Apple-ი 5 მილიონ დოლარს გადაუხდის.

2020 წლის მარტში Apple-მა გამოთქვა მზადყოფნა, გადაიხადოს 310-500 მილიონი დოლარი იმ სარჩელების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც iPhone-ების მფლობელებმა 2017-2018 წლებში შეიტანეს. 310 მილიონი დოლარი მინიმალური თანხაა, რომლის გადახდაც Apple-ს მოუწევს. თანხის საბოლოო ოდენობა დამოკიდებულება მოსარჩელეთა რაოდენობაზე. ამასთანავე, სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა. საქმეზე მორიგი სხდომა 4 დეკემბერს გაიმართება.

რას სთავაზობს სენდი თქვენს კომპანიას

  • სერვერი

    ცენტრალიზებული სერვერი. გაძლიერებული უსაფრთხოება. წვდომა სამუშაო ფაილებზე საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან

  • ქსელის მონტაჟი

    შიდა ქსელის დაგეგმვა, კაბელირება, მონტაჟი და უსაფრთხოება. Wi - Fi კავშირისა და საკომუნიკაციო კარადის მენეჯმენტი

  • VPN კავშირი

    ფიქრობთ, როგორ დააკავშიროთ ორი სხვადასხვა ფილიალი ერთმანეთთან? ჩვენ ვიზრუნებთ, თქვენს კომფორტულ მუშაობაზე

  • IP ტელეფონია

    გახადეთ უფრო კომფორტული ერთმანეთთან კავშირი. ეკონტაქტეთ ერთმანეთს დამატებითი გადასახადების გარეშე

  • კამერების მონტაჟი

    იყავი მშვიდად. აკონტროლეთ თქვენი უსაფრთხოება ვიდეო მონიტორინგის კამერების დახმარებით,მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

  • სერვერის კოლოკაცია

    იქირავეთ სერვერი ჩვენი დატა-ცენტრიდან ან განათავსეთ თქვენთან არსებული სერვერი ჩვენს დატა-ცენტრში.

  • მულტი სერვისი

    სენდის IT+WEB პაკეტით, შეგიძლიათ მიიღოთ როგორც ყოველთვიური IT მომსახურება, ასევე თქვენი კომპანიის სავიზიტო ვებ-გვერდი

  • პერსონალური IT

    თქვენს კომპანიას ეყოლება პერსონალური IT, რომელიც პასუხისმგებელი იქნება თქვენს შეუფერხებელ და უსაფრთხო მუშაობაზე

Developed by Sandy IT tech 2.0All Rights Reserved