Your IP: 44.192.47.87

Facebook შლის ყველა ღონისძიებას, რომელიც აშშ-ში სოციალური დისტანციის პოლიტიკას ეწინააღმდეგება

Facebook-მა აკრძალა ღონისძიებების ჩამონათვალი, რომლებიც ეწინააღმდეგება აშშ-ს მთავრობის სოციალური დისტანციის პოლიტიკას.

ორშაბათს, სოციალური მედიის გიგანტმა წაშალა ანტი-საკარანტინო საპროტესტო აქციების სია კალიფორნიაში, ნიუ ჯერსისა და ნებრასკაში.
აღნიშნულმა აღშფოთება გამოიწვია საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უფროსი ვაჟიშვილის ჩათვლით, რომელიც ფიქრობს, რომ ეს ნაბიჯი არღვევს თავისუფალი სიტყვის იდეას.
დაგეგმილი იყო საპროტესტო აქციები სახლში დარჩენის წინააღმდეგ  მთელი აშშ-ს მასშტაბით. 
Facebook-ის განცხადებით, კომპანიას მოლაპარაკებები აქვს ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან და წაშლის იმ ღონისძიებებს, რომლებიც არღვევს სახელმწიფოს მითითებებსა და გაიდლაინებით დადგენილ წესებს.
Facebook-ის სპიკერმა CNN– ს განუცხადა, რომ კომპანია ესაუბრა ნიუ–იორკის, ოჰაიოს, პენსილვანიისა და ვისკონსინის სამთავრობო წარმომადგენლებს, რათა დაედგინა წაეშალა თუ არა ამ შტატებში დაგეგმილი ღონისძიებები.
რამდენიმე გამოჩენილმა რესპუბლიკელმა თქვა, რომ Facebook-ის ეს გადაწყვეტილება, თრგუნავს თავისუფალ სიტყვას.
Donald Trump Jr.-ის (აშშ-ს პრეზიდენტის უფროსი ვაჟის) თვითს (რომლითაც მან გააპროტესტა Facebook-ის ქმედება) გამოეხმაურა მისურის სენატორი, ჯოშ ჰოკლი, რომელმაც აღნიშნა: “თავისუფალი სიტყვა ახლა უკანონოა ამერიკაში”.
 ფეისბუქი ცდილობს Covid-19–ის შესახებ მცდარი ინფორმაციის ამოღებას მისი პლატფორმებიდან. კომპანია ფლობს Facebook, Instagram და WhatsApp.  ფირმის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა პანდემიის დროს ხმამაღლა თქვა, რომ Facebook გააკეთებდა ყველაფერს, რაც შეეძლო თავისუფალი სიტყვისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად.

წყარო: BBC

რას სთავაზობს სენდი თქვენს კომპანიას

  • სერვერი

    ცენტრალიზებული სერვერი. გაძლიერებული უსაფრთხოება. წვდომა სამუშაო ფაილებზე საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან

  • ქსელის მონტაჟი

    შიდა ქსელის დაგეგმვა, კაბელირება, მონტაჟი და უსაფრთხოება. Wi - Fi კავშირისა და საკომუნიკაციო კარადის მენეჯმენტი

  • VPN კავშირი

    ფიქრობთ, როგორ დააკავშიროთ ორი სხვადასხვა ფილიალი ერთმანეთთან? ჩვენ ვიზრუნებთ, თქვენს კომფორტულ მუშაობაზე

  • IP ტელეფონია

    გახადეთ უფრო კომფორტული ერთმანეთთან კავშირი. ეკონტაქტეთ ერთმანეთს დამატებითი გადასახადების გარეშე

  • კამერების მონტაჟი

    იყავი მშვიდად. აკონტროლეთ თქვენი უსაფრთხოება ვიდეო მონიტორინგის კამერების დახმარებით,მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

  • სერვერის კოლოკაცია

    იქირავეთ სერვერი ჩვენი დატა-ცენტრიდან ან განათავსეთ თქვენთან არსებული სერვერი ჩვენს დატა-ცენტრში.

  • მულტი სერვისი

    სენდის IT+WEB პაკეტით, შეგიძლიათ მიიღოთ როგორც ყოველთვიური IT მომსახურება, ასევე თქვენი კომპანიის სავიზიტო ვებ-გვერდი

  • პერსონალური IT

    თქვენს კომპანიას ეყოლება პერსონალური IT, რომელიც პასუხისმგებელი იქნება თქვენს შეუფერხებელ და უსაფრთხო მუშაობაზე

Developed by Sandy IT tech 2.0All Rights Reserved