Apple–მა Fortnite ამოიღო თავისი App Store–დან, მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული თამაშის iPhone– ებზე დაყენებების პრევენციისთვის.
Fortnite-ის განახლების შემდეგ, თამაში მოთამაშეებს საშუალებას აძლევს შეიძინონ თამაშის ვალუტა უფრო დაბალი კურსით, თუ ისინი პირდაპირ შეიძენენ მწარმოებელ Epic Games-გან, Apple–ის გვერდის ავლით.
როგორც ჩანს, Epic-მა იცოდა, რომ ამას Apple-ის მხრიდან რეაგირება და თამაშის აკრძალვა მოყვებოდა, და მისი გაუქმებიდან რამდენიმე წუთში შეიტანეს იურიდიული საჩივარი Apple-ის წინააღმდეგ.
რამდენიმე საათის შემდეგ, როგორც აღმოჩნდა Google–მაც ასევე წაშალა აპლიკაცია მისი Google Play Store–დან, თუმცა ის Android ტელეფონებში ხელმისაწვდომია სხვა საშუალებით, მაგალითად Epic Games–ის საკუთარი გამშვების საშუალებით.
iOS-ზე, App Store-ი არის პროგრამების კანონიერად ჩატვირთვის ერთადერთი გზა. მაგრამ Apple– მა თქვა, რომ Epic– მა გადადგა „სამწუხარო ნაბიჯი, რომელიც არღვევს App Store– ის სახელმძღვანელოს მითითებებს“. Epic–მა განაცხადა, რომ iPhone– ის ნებისმიერ მოთამაშეს, რომელსაც უკვე აქვს პროგრამა დაყენებული, უნდა შეეძლოს თამაშის გაგრძელება შემდეგ თამაშის განახლებამდე. Apple Mac კომპიუტერის მომხმარებელი გეიმერებზე აღნიშნული არ იმოქმედებს, რადგან ამ ვერსიაში არ გამოიყენება iOS App Store.
Apple და Google აწარმოებენ თითქმის ყველა ტელეფონის ოპერაციულ სისტემას. ეს ნიშნავს, რომ ისინი ირჩევენ, ვინ შეძლებს აპლიკაციების განთავსებას მათ მაღაზიებში და ვინ- ვერა.