Your IP: 3.88.161.108

main_image

Galaxy S8-ის ფერები და ფასი ცნობილი გახდა

Samsung-ის ახალი ფლაგმანის ინფორმაციული გაჟონვები არაფრით არ ჩერდება. რაც უფრო  ვუახლოვდებით პრეზენტაციის დღეს, მით უფრო მეტ რამეს ვიგებთ Galaxy S8-ის შესახებ. ჩვენ უკვე ძალიან კარგად ვიცით და ბევრჯერ გვაქვს ნანახი თუ როგორ გამოიყურება ის, რომ სხვა ტრადიციული ჩარჩოსებრი სმარტფონებისგან განსხვავებით, არის უჩარჩო. უკვე თითქმის ყოველდღე ვხედავთ S8-ის ახალ სურათს ქარხნიდან, თუმცა იშვიათად თუ ვიხილავთ ხოლმე ოფიციალურ რენდერს.

სმარტფონის პირველი რენდერი, თავდაპირველად სავსებით სანდო წყაროების მქონე Evan Blass-მა გაავრცელა ჯერ კიდევ იანვარში, თუმცა დღეს უკვე მანვე გაავრცელა რენდერი თუ რა ფერებში იქნება ხელმისაწვდომი S8 და რა ეღირება ის ევროპაში.

სმარტფონების ღირებულების გარდა, ნახსენებია ახალი Gear VR ვირტუალური რეალობის თავსაფრის და მეორე თაობის Gear 360-ის ფასები. მათთან ერთად არის ახალი აქსესუარიც – Samsung DeX, რომელსაც შეეძლება S8-ის დიდ ეკრანთან/მონიტორთან შეერთება და პერსონალურ კომპუტერად ქცევა, ასევე დადის ჭორები, რომ კომპუტერულ რეჟიმში S8-ს ექნება .exe პროგრამების გახსნის საშუალება და თუ ეს მართლა ასე იქნება, ეს მთელ “სმარტფონ-კომპუტერად გადაქცევის” კონცეფციას თავიდან ფეხებამდე ამოაყირავებს და ახალ გზაზე დააყენებს.

შეგახსენებთ, Galaxy S8-ს ექნება 5.8 ინჩიანი Super AMOLED ეკრანი 1440 x 2960 (3K) რეზოლუციით, Exynos 8895 ჩიპსეტი (Snapdragon 835 ამერიკის ბაზარზე), 64GB შიდა/4GB ოპერატიული მეხსიერება, 12 მეგაპიქსელიანი კამერა f/1.7 დიაფრაფმით და 3000 მილიამპერიანი ბატარეით (რომელიც არ ფეთქდება)

Galaxy S8 Plus-ს ექნება ზუსტად ყველაფერი იგივე, თუმცა ეკრანის ზომა იქნება 6.2 ინჩი და 3500 მილიამპერიანი ბატარეა.

რენდერის მიხედვით, S8 ხელმისაწვდომი იქნება 3 ფერში, რომელთა წინა პანელები შავია, მხოლოდ უკანა პანელი განსხვავდება ფერებით. Blass-ის ცნობით, ეს ფერებია: Black Sky (შავი ცა), Orchid(ნაცრისფერი ორქიდეა) Grey და Arctic Silver (არქტიკული ნაცრისფერი).

მართალია გაჟონილ ფოტოებში (არა რენდერებში) სხვა ფერებიც გვაქვს ნანახი, როგორიცაა თეთრი ან იასამნისფერი, თუმცა ოფიციალურად მაინც მხოლოდ 29 მარტს ვიხილავთ თუ რა ფერებში იქნება ის ხელმისაწვდომი.

 

ფასებს რაც შეეხება:

• Galaxy S8 – 799€ (დაახლოებით $849)

• Galaxy S8 Plus – 899€ (დაახლოებით $949)

• Gear VR – 129€ ($149)

• Gear 360 – 229€ ($259)

• Samsung DeX – 150€ ($199)

 

წყარო: http://review.ge

რას სთავაზობს სენდი თქვენს კომპანიას

  • პერსონალური IT

    თქვენს კომპანიას ეყოლება პერსონალური IT, რომელიც პასუხისმგებელი იქნება თქვენს შეუფერხებელ მუშაობაზე

  • ნოუ-ჰაუ

    პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომლებიც დაგეხმარებიან დანერგოთ უახლესი ტექნოლოგიები

  • მონიტორინგი

    გაქვთ პრობლემა? ჩვენ უკვე ვზრუნავთ თქვენი პრობლემის მოგვარებაზე

  • მულტი სერვისი

    სენდის IT+WEB პაკეტით, შეგიძლიათ მიიღოთ როგორც IT მომსახურება, ასევე თქვენი კომპანიის სავიზიტო ვებ-გვერდი

  • მუდმივად კავშირზე

    სამუშაო დღის ნებისმიერ დროს, შეგიძლიათ მიიღოთ ამოუწურავი სატელეფონო პროგრამული დახმარება და კონსულტაცია

  • ელ-ფოსტის ბრენდირება

    ელექტრონული ფოსტა, თქვენი კომპანიის დომენური დაბოლოებით

  • სერვერი

    ცენტრალიზებული სერვერი. წვდომა სამუშაო ფაილებზე საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან

  • ქსელის მონტაჟი

    შიდა ქსელის დაგეგმვა, მონტაჟი და უსაფრთხოება. უკაბელო კავშირის მონტაჟი

Developed by Sandy IT tech 2.0All Rights Reserved