Your IP: 3.236.121.117

iPhone 12 რა ვიცით მის შესახებ?

ჩვენ ძალიან ახლოს ვართ iPhone 12-ისა და iPhone 12 Pro-ს მოდელების საბოლოო ვერსიის ნახვამდე. თუმცა იქამდე ყველაზე მნიშვნელოვანია ცნობილი, რომ ეს მოდელები დიდ გარდატეხასა და ცვლილებებთანაა დაკავშირებული.

გავრცელებული ინფორმაციით, მას ექნება განსხვავებული დიზაინი. ასევე დაემატება 5G კავშირი მთელს დიაპაზონზე, LiDAR კამერებზე(Pro მოდელისთვის) და A14 Bionic პროცესორზე.

iPhone 12 სავარაუდოდ გამოვა ოთხ მოდელად:
5.4 დიუმიანი iPhone 12,
6.1 დიუმიანი iPhone 12 Max
6.1 დიუმიანი iPhone 12 Pro და
6.7 დიუმიანი iPhone 12 Pro Max.
სავარაუდოდ ოთხივე მათგანს ექნება iPhone 5-ის მსგავსი ბრტყელი დამუშავებული კიდეები და შესაძლოა უფრო თხელი ვიზუალიც. ასევე ცვლილებები დაგეგმილია პროცესორსა და კამერებში.

A14 Bionic პროცესორი ეფლმა iPad Air 4-ზე გამოუშვა, რაც იწვევს ვარაუდს რომ იგივე პროცესორი დამონტაჟდება iPhone 12-შიც. iPhone 12 Pro Special Edition ეღირება 6600 $.

როგორც წესი Apple ახალ ტელეფონებს სექტემბერში გვაცნობს, თუმცა მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით ეს თარიღი შესაძლოა გადაიდოს, ამიტომ ახალ მოდელთან “შეხვედრას” iPhone-ის მოყვარულები უფრო მეტად ოქტომბერში ვარაუდობენ.

რაც შეეხება ფასს, ამ ეტაპზე ისიც უცნობია თუმცა არის გარკვეული ვარაუდები. 5.4 დიუმიანი iPhone 12-ის საორიენტაციო ფასად ინტერნეტ ბლოგერები დაახლოებით 699 $-ს განსაზღვრავენ 64 GB-ის შემთხვევაში. იგივე მეხსიერებით 6.1 დიუმიანი iPhone 12 Max-ის ფასს კი- 799 $.

თუმცა შესაძლებელია ფასი უფრო დაბალიც იყოს, რადგან ნავარაუდევია რომ Apple გაყიდის 4G კავშირის მქონე ტელეფონებს. მაღალ ფასს 5G-ც განსაზღვრავს. სავარაუდოდ მხოლოდ 4G ინტერნეტ კავშირის მქონე ტელეფონებს Apple 2021 წლის დასაწყისში ჩაუშვებს გაყიდვაში.

რას სთავაზობს სენდი თქვენს კომპანიას

  • სერვერი

    ცენტრალიზებული სერვერი. გაძლიერებული უსაფრთხოება. წვდომა სამუშაო ფაილებზე საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან

  • ქსელის მონტაჟი

    შიდა ქსელის დაგეგმვა, კაბელირება, მონტაჟი და უსაფრთხოება. Wi - Fi კავშირისა და საკომუნიკაციო კარადის მენეჯმენტი

  • VPN კავშირი

    ფიქრობთ, როგორ დააკავშიროთ ორი სხვადასხვა ფილიალი ერთმანეთთან? ჩვენ ვიზრუნებთ, თქვენს კომფორტულ მუშაობაზე

  • IP ტელეფონია

    გახადეთ უფრო კომფორტული ერთმანეთთან კავშირი. ეკონტაქტეთ ერთმანეთს დამატებითი გადასახადების გარეშე

  • კამერების მონტაჟი

    იყავი მშვიდად. აკონტროლეთ თქვენი უსაფრთხოება ვიდეო მონიტორინგის კამერების დახმარებით,მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

  • სერვერის კოლოკაცია

    იქირავეთ სერვერი ჩვენი დატა-ცენტრიდან ან განათავსეთ თქვენთან არსებული სერვერი ჩვენს დატა-ცენტრში.

  • მულტი სერვისი

    სენდის IT+WEB პაკეტით, შეგიძლიათ მიიღოთ როგორც ყოველთვიური IT მომსახურება, ასევე თქვენი კომპანიის სავიზიტო ვებ-გვერდი

  • პერსონალური IT

    თქვენს კომპანიას ეყოლება პერსონალური IT, რომელიც პასუხისმგებელი იქნება თქვენს შეუფერხებელ და უსაფრთხო მუშაობაზე

Developed by Sandy IT tech 2.0All Rights Reserved