Your IP: 3.215.79.204

Messenger Rooms ანუ Facebook-ის პასუხი Zoom-ს

Facebook-მა დღეს Messenger Rooms დააანონსა, რომელიც 50-მდე ადამიანს მისცემს საშუალებას ვიდეო ჩეთით დაუკავშირდნენ ერთმანეთს.
აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა დღეს პირდაპირ ეთერში გამოაცხადა ახალი Messenger Rooms-ის მახასიათებლები. ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ “ვიდეო ჩეთი არ არის ახალი სფერო მათთვის, თუმცა ეს არის სფერო, რომლის გაღრმავებასაც ჩვენ მუდმივად ვცდილობთ”.

ეს ნაბიჯები გადაიდგა მას შემდეგ, რაც გლობალურმა პანდემიამ აიძულა ასობით მილიონი ადამიანი იცხოვროს შენობაში და დაეყრდნოს ციფრულ ხელსაწყოებს თითქმის ყველა საკითხში, როგორებიცაა: სამსახური, სკოლა და ა.შ. დღეის მონაცემებით ყოველდღიურად Facebook Messenger-სა და Instagram-ში 700 მილიონ ადამიანზე მეტი რეკავს.
თუმცა კონკურენტები მასშტაბებს აფართოებენ. აპლიკაცია Zoom-მა, რომელმაც ფუნქციონირება დაიწყო, როგორც ვიდეოკონფერენციის მარტივმა ინსტრუმენტმა, დეკემბრის თვეში 10 მილიონი მომხმარებელიდან 300 მილიონზე მეტს მიაღწია. ასევე აპლიკაციამ Houseparty-მ ბოლო თვეებში 50 მილიონ მომხმარებლამდე მიაღწია.
Messenger Rooms სწორედ იმ გამოწვევებს პასუხობს, რომელიც დღეს აქტუალურია.აპლიკაციაში ოთახის შემქმნელს შეუძლია გადაწყვიტოს, ღიაა თუ არა ვიდეო ჩეთი ყველასთვის, ან ჩაკეტოს იგი, რათა თავიდან აიცილოს დაუპატიჟებელი სტუმრები. თავდაპირველად Rooms-ის გამოყენება Messenger-ისა და Facebook-ის საშუალებით გექნებათ, მოგვიანებით კი Instagram-სა და WhatsApp-ის პორტალებზეც. სტუმრებს შეეძლებათ Rooms-ში შესვლა იმის მიუხედავად აქვთ თუ არა Facebook-ის ექაუნთი.
Messenger Rooms-ში შეგეძლებათ შეცვალოთ თქვენი რეალური უკანა ფონი, ვირტუალურით. ზოგიერთი უკანა ფონი იქნება 360 გრადუსიანი პანორამით წარმოდგენილი, ლამაზი ხედებით. AR ფილტრები კი ბნელი ოთახების განათებასა და ვიზუალის გაუმჯობესება/შეცვლაში დაგეხმარებათ.
Facebook-ში აცხადებენ, რომ ზარები არ მოისმინება. ოთახის შემქმნელს შეეძლება მონაწილეების წაშლა ნებისმიერ დროს, ხოლო უკანონო ქმედებების დარეპორტება Facebook-ში იქნება შესაძლებელი.

Messenger Rooms, როგორც ახალი პროდუქტი აშშ-ში, მომდევნო კვირების განმავლობაში გამოჩნდება. უცნობია, როდის გახდება ის ხელმისაწვდომი გლობალური ბაზრისთვის.

რას სთავაზობს სენდი თქვენს კომპანიას

  • სერვერი

    ცენტრალიზებული სერვერი. გაძლიერებული უსაფრთხოება. წვდომა სამუშაო ფაილებზე საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან

  • ქსელის მონტაჟი

    შიდა ქსელის დაგეგმვა, კაბელირება, მონტაჟი და უსაფრთხოება. Wi - Fi კავშირისა და საკომუნიკაციო კარადის მენეჯმენტი

  • VPN კავშირი

    ფიქრობთ, როგორ დააკავშიროთ ორი სხვადასხვა ფილიალი ერთმანეთთან? ჩვენ ვიზრუნებთ, თქვენს კომფორტულ მუშაობაზე

  • IP ტელეფონია

    გახადეთ უფრო კომფორტული ერთმანეთთან კავშირი. ეკონტაქტეთ ერთმანეთს დამატებითი გადასახადების გარეშე

  • კამერების მონტაჟი

    იყავი მშვიდად. აკონტროლეთ თქვენი უსაფრთხოება ვიდეო მონიტორინგის კამერების დახმარებით,მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

  • სერვერის კოლოკაცია

    იქირავეთ სერვერი ჩვენი დატა-ცენტრიდან ან განათავსეთ თქვენთან არსებული სერვერი ჩვენს დატა-ცენტრში.

  • მულტი სერვისი

    სენდის IT+WEB პაკეტით, შეგიძლიათ მიიღოთ როგორც ყოველთვიური IT მომსახურება, ასევე თქვენი კომპანიის სავიზიტო ვებ-გვერდი

  • პერსონალური IT

    თქვენს კომპანიას ეყოლება პერსონალური IT, რომელიც პასუხისმგებელი იქნება თქვენს შეუფერხებელ და უსაფრთხო მუშაობაზე

Developed by Sandy IT tech 2.0All Rights Reserved