Sony ხუთშაბათს დაგეგმილ სპეციალურ ღონისძიებაზე, გეიმერებს ახალი PlayStation 5-ის ნახვის საშუალებას მისცემს.
იაპონური კომპანია ღონისძიებას პირდაპირ ეთერში გადასცემს 21:00 საათზე YouTube-ისა და Twitch-ის პლატფორმაზე. ღონისძიება თავდაპირველად 4 ივნისს იყო დაგეგმილი, მაგრამ Sony-მ ის გადადო აშშ-ში მიმდინარე Black Lives Matter-ის აქციების გამო. სავარაუდოდ, პრეზენტაციაზე იმის უფრო კარგ დემონსტრირებას მივიღებთ, თუ როგორი ხარისხის გრაფიკული, ჰიპერრეალისტური გამოსახულებების მქონე თამაშების თამაშია შესაძლებელი PS5-ზე. ღონისძიებაზე ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა ისიც მკვეთრადაა ხაზგასმული, რომ 11 ივნისის პრეზენტაცია თამაშებზე ფოკუსირებული ღონისძიება იქნება. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ მასზე PS5-ის კონსოლის, ან მისი დიზაინის გამოჩენას არ უნდა ველოდეთ, ისევე, როგორც ინფორმაციას მისი გამოსვლის ზუსტი თარიღის, ან ფასის შესახებ. როგორც აღვნიშნეთ, ძირითადი ყურადღება გამახვილდება თამაშებზე. თუმცა მაინც, რაც შეეხება მის ფასს, როგორც ცნობილია, Sony–მ გაიყიდა 108 მილიონზე მეტი PS4 ერთეული მთელს მსოფლიოში, 2013 წლის ნოემბრიდან გამოსვლის შემდეგ. Microsoft-ის Xbox One-მა, რომელიც იმავე პერიოდში დაიწყო, დღემდე გაიყიდა 49 მილიონი ერთეული. კომპანიაში განაცხადეს, რომ PS5-ის ფასების წერტილი ალბათ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს იმის განსაზღვრაში, შეძლებს თუ არა Sony შეინარჩუნოს თავისი პოზიცია ბაზრის ლიდერად. ჯერჯერობით ძალიან ცოტაა ცნობილი PlayStation 5-ის შესახებ, გარდა Sony-ის მიერ იმის დადასტურებისა, რომ იგი გამოვა შობის პერიოდში.