Your IP: 44.192.26.60

TikTok-ის კონკურენტი Instagram Reels-ია

TikTok-ის მთავარი კონკურენტი ბაზარზე გამოჩნდა. ეს Facebook-ის მიერ შექმნილი Instagram Reels-ია. ის აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია. Reels საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ჩაწერონ და შეცვალონ მოკლემეტრაჟიანი ვიდეო აუდიო და მუსიკალური ჩანაწერები – ისევე, როგორც ამას აკეთებენ TikTok-ის პლატფორმაზე.

თავდაპირველად Reels დაიტესტა ბრაზილიაში, საბოლოოდ ჩაშვებამდე კი გერმანიაში, საფრანგეთსა და ინდოეთში.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, შესაძლოა TikTok აიკრძალოს აშშ-ის მასშტაბით, შესაბამისად აშშ-ში ამ აპლიკაციის მომავალი სათუოა.
მიუხედავად იმისა, რომ აკრძალვის მიზეზი და რეალურობა არ არის გასაგები, TikTok– ის ამერიკელი მომხმარებლები უკვე პანიკაში არიან და ეძებენ ალტერნატიულ პლატფორმის მოსამზადებლად. ByteDance-ს (TikTok-ის მფლობელი კომპანია) ამერიკაში დარჩენის და ფუნქციონირების მიზნით სურდა გაეყიდა მისი ამერიკული ოპერაციები ადგილობრივ(ამერიკულ) კომპანიაზე, ხოლო ამ ეტაპზე Microsoft მოგვევლინა პოტენციურ მყიდველად.

Reels-ის შესაქმნელად, Instagram Camera-ს გახსნის შემდეგ გაჩენილი ღილაკებიდან, Story-ს გვერდით, Reels-ს უნდა დააწვეთ. ამის შემდეგ, მარცხენა მხარეს სხვადასხვა რედაქტირების ინსტრუმენტი გაჩნდება თქვენს ეკრანზე, მათ შორის კი იპოვით ფილტრებს, ვიდეოს აჩქარების/შენელების ფუნქციასა და სხვა, ვიდეოს შესაქმნელად საჭირო ინსტრუმენტს. Instagram Reels-ებს შეგიძლიათ გაუკეთოთ აღწერები, მონიშნოთ მეგობრები, დაურთოთ ჰეშთეგები და ა.შ. . ასევე, თუ Reels-ის გამოქვეყნებას Story-ში გადაწყვეტთ, ის 24 საათში გაქრება, სხვა შემთხვევაში კი, თუ მას Instagram-ზე დაპოსტავთ, თქვენი Reels ვიდეოები პროფილში გაჩენილ ახალ განყოფილებაში მოიყრის თავს. სხვა მომხმარებლების Instagram Reels-ები Explore ფუნქციითაც არის შესაძლებელი.

რას სთავაზობს სენდი თქვენს კომპანიას

  • სერვერი

    ცენტრალიზებული სერვერი. გაძლიერებული უსაფრთხოება. წვდომა სამუშაო ფაილებზე საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან

  • ქსელის მონტაჟი

    შიდა ქსელის დაგეგმვა, კაბელირება, მონტაჟი და უსაფრთხოება. Wi - Fi კავშირისა და საკომუნიკაციო კარადის მენეჯმენტი

  • VPN კავშირი

    ფიქრობთ, როგორ დააკავშიროთ ორი სხვადასხვა ფილიალი ერთმანეთთან? ჩვენ ვიზრუნებთ, თქვენს კომფორტულ მუშაობაზე

  • IP ტელეფონია

    გახადეთ უფრო კომფორტული ერთმანეთთან კავშირი. ეკონტაქტეთ ერთმანეთს დამატებითი გადასახადების გარეშე

  • კამერების მონტაჟი

    იყავი მშვიდად. აკონტროლეთ თქვენი უსაფრთხოება ვიდეო მონიტორინგის კამერების დახმარებით,მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

  • სერვერის კოლოკაცია

    იქირავეთ სერვერი ჩვენი დატა-ცენტრიდან ან განათავსეთ თქვენთან არსებული სერვერი ჩვენს დატა-ცენტრში.

  • მულტი სერვისი

    სენდის IT+WEB პაკეტით, შეგიძლიათ მიიღოთ როგორც ყოველთვიური IT მომსახურება, ასევე თქვენი კომპანიის სავიზიტო ვებ-გვერდი

  • პერსონალური IT

    თქვენს კომპანიას ეყოლება პერსონალური IT, რომელიც პასუხისმგებელი იქნება თქვენს შეუფერხებელ და უსაფრთხო მუშაობაზე

Developed by Sandy IT tech 2.0All Rights Reserved