Your IP: 44.192.47.87

TikTok-მა 49 მილიონამდე კანონშეუსაბამო ვიდეო წაშალა

TikTok-ის განცხადებით, მან წაშალა 49 მილიონზე მეტი ვიდეო, რომლებიც არღვევდა მის წესებს, 2019 წლის ივლისიდან და დეკემბრამდე.

ამ ვიდეოების დაახლოებით მეოთხედი ნაწილი წაიშალა სიშიშვლისა და სექსუალური აქტივობების შემცველი კადრების გამო. აღსანიშნავია, რომ კონკრეტული გაფრთხილებები და საჩივრები აპლიკაციამ მიიღო აშშ-ს მთავრობისგანაც. ზოგიერთი ვარაუდით, აშშ “ეძებს” ლეგიტიმურ მიზეზს რომ აკრძალოს ჩინური წარმოების აპლიკაცია.
ორშაბათს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თქვა, რომ TikTok-ის ჩამოტვირთვის შედეგად მოქალაქეების “პირადი ინფორმაცია ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელშია”. მან ასევე დასძინა, რომ აშშ-ის მთავრობა განიხილავს ჩინური წარმომავლობის პროგრამების აკრძალვის საკითხს: “ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვიღებთ. ჩვენ ამას ნამდვილად ვუყურებთ”, – თქვა მან Fox News-თან ინტერვიუში.
ინდოეთის მთავრობამ უკვე აკრძალა აპლიკაცია, კიბერუსაფრთხოების პრობლემებების გამო. TikTok ეკუთვნის ჩინური კომპანია ByteDance-ს. TikTok-ის განცხადებით, მას არ მიუღია არც ჩინეთის მთავრობის/პოლიციის მიერ მომხმარებელთა მონაცემების მოთხოვნის დაკვეთა. თავად TikTok-ის აპლიკაციის მფლობელები BBC-თან ინტერვიუში აპელირებენ იმ საკითხით, რომ ამ აპლიკაციას ასობით მილიონი ადამიანისთვის მსოფლიოს გარშემო მოაქვს ბედნიერება და სიხარული.
აშშ-ს ხელისუფლება განიხილავს საკითხს თუ რამდენად შეესაბამება აპლიკაცია 2019 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის თანახმად აპლიკაციას უნდა უზრუნველეყო 13 წლამდე ბავშვების უფლებების დაცვა და მათი კონფიდენციალობა.
TikTok– ის გამჭვირვალობის ანგარიშის თანახმად: წაშლილი ვიდეოების 25.5% შეიცავს სისასტიკის ან სექსუალური აქტების ამსახველ კადრებს
24.8% -მა დაარღვია ბავშვთა დაცვის პოლიტიკა, მაგალითად ბავშვის მიერ დანაშაულის ჩადენა, ან მავნე ქცევის შემცველი
21.5% -მა აჩვენა უკანონო საქმიანობა ან “რეგულირებადი საქონელი”
3% მოიხსნა შევიწროებისა ან ბულინგისთვის
1% -ზე ნაკლები ამოიღეს სიძულვილის ენისთვის.



	

რას სთავაზობს სენდი თქვენს კომპანიას

  • სერვერი

    ცენტრალიზებული სერვერი. გაძლიერებული უსაფრთხოება. წვდომა სამუშაო ფაილებზე საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან

  • ქსელის მონტაჟი

    შიდა ქსელის დაგეგმვა, კაბელირება, მონტაჟი და უსაფრთხოება. Wi - Fi კავშირისა და საკომუნიკაციო კარადის მენეჯმენტი

  • VPN კავშირი

    ფიქრობთ, როგორ დააკავშიროთ ორი სხვადასხვა ფილიალი ერთმანეთთან? ჩვენ ვიზრუნებთ, თქვენს კომფორტულ მუშაობაზე

  • IP ტელეფონია

    გახადეთ უფრო კომფორტული ერთმანეთთან კავშირი. ეკონტაქტეთ ერთმანეთს დამატებითი გადასახადების გარეშე

  • კამერების მონტაჟი

    იყავი მშვიდად. აკონტროლეთ თქვენი უსაფრთხოება ვიდეო მონიტორინგის კამერების დახმარებით,მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

  • სერვერის კოლოკაცია

    იქირავეთ სერვერი ჩვენი დატა-ცენტრიდან ან განათავსეთ თქვენთან არსებული სერვერი ჩვენს დატა-ცენტრში.

  • მულტი სერვისი

    სენდის IT+WEB პაკეტით, შეგიძლიათ მიიღოთ როგორც ყოველთვიური IT მომსახურება, ასევე თქვენი კომპანიის სავიზიტო ვებ-გვერდი

  • პერსონალური IT

    თქვენს კომპანიას ეყოლება პერსონალური IT, რომელიც პასუხისმგებელი იქნება თქვენს შეუფერხებელ და უსაფრთხო მუშაობაზე

Developed by Sandy IT tech 2.0All Rights Reserved