დღევანდელ რეალობაში VPN კავშირი ნამდვილად პოპულარული ტექნოლოგიაა. ის უსაფრთხო, სწრაფი და საიმედო საშუალებაა, დავაკავშიროთ სხვადასხვა გეოლოკაციაზე მდებარე ოფისები ერთმანეთთან. იგი ასევე საშუალებას იძლევა, ინტერნეტის გავლით, გვქონდეს წვდომა სამუშაო ფაილებსა და სერვისებზე როგორც სახლიდან, ისე ნებისმიერი წერტილიდან, სადაც კი, ინტერნეტზე ხელი მიგვიწვდება.
VPN ტექნოლოგია გადაამისამართებს მთელი ჩვენი ქსელის ტრეფიკს, იმ ქსელში, რომელსაც ვუკავშირდებით, მიუხედავად მასზე გავრცელებული ცენზურისა, გვაძლევს საშუალებას მოვიპოვოთ წვდომა ჩვენ სამუშაო ფაილებზე.
VPN არის პროტოკოლი, რომელიც, ასევე, გვაძლევს საშუალებას დავამყაროთ უსაფრთხო, დაშიფრული კავშირი ჩვენგან მოშორებით არსებულ ქსელთან. ზემოაღნიშნული ტექნოლოგია შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ ვებ-გვერდებზე წვდომისთვის, რომელზე წვდომაც შეზღუდულია იმ კონკრეტულ რეგიონში, რომელშიც ვიმყოფებით. ასევე დაშიფროს თქვენი პირადი მონაცემები, როდესაც დაკავშირებული ხარ საზოგადოებრივ Wi-Fi ქსელზე და ა.შ. დღესდღეობით, ოპერაციული სისტემების უმრავლესობას აქვს VPN ტექნოლოგიის მხარდაჭერა.
რა არის VPN და როგორ შეიძლება დაგვეხმაროს ის?
ძალიან მარტივად, VPN აკავშირებს თქვენს კომპიუტერის, სმარტფონსა თუ ტაბლეტს სხვა კომპიუტერს (ე.წ. სერვერს ან რუტერს), რომელიც მდებარეობს თქვენგან მოშორებით და საშუალებას გაძლევთ ჩაერთოთ ინტერნეტში იმ წერტილიდან (სერვერიდან/რუტერიდან), რომლესაც უკავშირდებით. რაში შეიძლება დაგეხმაროთ ეს? VPN კავშირი შეგიძლიათ გამოიყენით:
- გაარღვიოთ თქვენი გეოგრაფიული ინტერნეტ აკრძალვები და მოიპოვოთ წვდომა ვებ-გვერდებზე ან აუდიო-ვიდეო სტრიმინგზე, რომლებიც აკრძალულია იმ ლოკაციაზე, სადაც იმყოფებით;
- დაიცვათ თქვენი პერსონალური ინფორმაცია საზოგადოებრივი Wi-Fi ქსელზე მიერთებისას;
- დაიცვათ თქვენი ნამდვილი ადგილსამყოფელის ანონიმურობა ინტერნეტში ყოფნის დროს;
- გქონდეთ თქვენი ოფისის ფაილებზე წვდომა სახლიდან, მოგზაურობის დროს;
- გქონდეთ თქვენი სახლის ფაილებზე წვდომა ოფისიდან, მოგზაურობის დროს და ა.შ.
როგორ მუშაობს VPN?
როდესაც ჩვენ, ჩვენს კომპიუტერს (სმარტფონს, ტაბლეტს…) ვუკავშირებთ VPN სერვერს, კომპიუტერი ერთვება იმ ლოკალურ ქსელში, სადაც VPN სერვერია განთავსებული. მთელი თქვენი ქსელის ტრეფიკი გადაიცემა VPN სერვერისკენ, დაშიფრული კავშირით, ხოლო თქვენი კომპიუტერი ინტერნეტზე გადის იმ ლოკაციიდან, სადაც VPN სერვერია. ეს კი გვაძლევს ყველა იმ ბენეფიტს, რომელზეც ზევით უკვე ვისაუბრეთ.
არსებოს VPN კავშირის სხვადასხვა ნაირსახეობები:
- Site-to-Site IPsec VPN;
- PPTP VPN;
- L2TP IPsec VPN;
- SSTP VPN და ა.შ.
სენდიში შეგიძლიათ დანერგოთ თქვენს ოფისებზე მორგებული VPN კავშირი. იმუშაოთ სახლიდან, სხვა ქვეყნიდან, თუნდაც დედამიწის მეორე მხრიდან უსაფრთხოდ, საიმედოდ და კომფორტულად.
ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ: IP ტელეფონია VoIP