კამერების მონტაჟი

კამერების მონტაჟი თქვენი ბიზნესისთვის. სენდი გთავაზობთ უსაფრთხოების სისტემების მონტაჟს. ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ შეარჩიოთ:

  • შეარჩიოთ IP კამერების ოპტიმალური ვარიანტი;
  • ჩამწერი მოწყობილობის ოპტიმალური ტევადობა;
  • ობიექტზე დასამოტაჟებელი კამერების წერტილები;

სერვისის დასახელება

ფასი *

კამერის მონტაჟი

50 ლ.

კამერის დემონტაჟი

30 ლ.

კამერის დიაგნოსტირება

50 ლ.

ჩამწერის NVR / DVR / XVR სასტარტო კონფიგურაცია

50 ლ.

1U/2U აქტიური ან პასიური მოწყობილობის საკომუნიკაციო კარადაში (რეკში) მონტაჟი

30 ლ.

RM (რეკში ჩასაყენებელი) UPS-ის საკომუნიკაციო კარადაში მონტაჟი

100 ლ.

კედლის საკომუნიკაციო კარადის (რეკის) აწყობა

80 ლ.

კედლის საკომუნიკაციო კარადის (რეკის) კედელზე მონტაჟი

150 ლ.

24 პორტიანი პაჩ-პანელის აწყობა

200 ლ.

ერთი მეტრი ღია კაბელის გაყვანა

1.5 ლ.

ერთი მეტრი კაბელის გოფრირება

2 ლ.

ერთი მეტრი კაბელ არხის მიმაგრება

5 ლ.

ერთი მეტრი 5მმ-მდე ტროსის გაჭიმვა

5 ლ.

ერთი მეტრი საჰაერო (DROP) ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაჭიმვა

2 ლ.

ერთი წვერი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შედუღება (10 წვერამდე)

100 ლ.

ერთი წვერი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შედუღება (10-დან 30 წვერამდე)

80 ლ.

* ფასები შეიცავს დღგ-ს.

** სამონტაჟო პროექტის მინინალური ღირებულებაა – 400₾ დღგ-ს ჩათვლით.

 

თუ გსურთ კამერების მონტაჟი და ვერ გადაგიწყვეტიათ აირჩიოთ ანალოგური თუ ციფრული IP სისტემა. ან უკვე გაქვთ ანალოგური კამერების სისტემა და გინდათ ჩაანაცვლოთ IP სისტემით და ჯერ ისევ ყოყმანობთ, ქვევით ჩამოთვლილი 12 პუნქტი დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში.

კამერების მონტაჟი

ანალოგური კამერა არის ტრადიციული კამერა, გამოყენებული CCTV სისტემებში. იგი გადასცემს ვიდეო ჩანაწერს VCR და DVR ჩამწერებს, პირდაპირ, ანალოგური კაბელის გავლით. IP კამერები, განსხვავებით ანალოგური კამერებისგან, სიგნალს გადასცემენ ქსელში, ქსელის კაბელის მეშვეობით.

რა უპირატესობები აქვს IP კამერების სიტემას, ანალოგურთან შედარებით:

  1. ჩვენების მაღალი ხარისხი

IP კამერას შეუძლია უზრუნველყოს ვიდეო გამოსახულების ბევრად მაღალი ხარისხი, ვიდრე ანალოგურ კამერას.  ის გვთავაზობს უფრო დიდ ხედვის დიაპაზონს და უკეთეს მიახლოების საშუალებას.

  1. გარჩევადობა

ციფრულ კამერებს აქვთ 20-ჯერ უფრო მაღალი გარჩევადობის საშუალება, ვიდრე ანალოგურ კამერებს.

ანალოგური კამერები შეზღუდულნი არიან გარჩევადობის ხარისხში. მაქსიმალური,  NTSC/PAL სტანდარტით, 720 x 480 პიქსელი, ან 0.4 მეგაპიქსელი. ხოლო IP კამერებს, 1.3 მეგაპიქსელიდან 5 მეგაპიქსელამდე (2560 x 1920) გარჩევადობი აქვთ. რომელიც საშუალებას მოგცემთ, გქონდეთ ბევრად უფრო დიდი ხედვის კუთხე და ობიექტების უკეთესი დეტალიზაცია გამოსახულების გადიდების დროს.

  1. სიგნალის გადაცემა

IP კამერა მუშაობს სტანდარტულ ეზერნეტ კაბელზე და არ გიწევთ დამატებითი არხების გაყვანა ანალოგური კაბელისთვის

  1. PoE (Power over Ethernet) შეერთება

ერთ-ერთი დიდი უპირატესობა IP კამერების, ანალოგურებთან შედარებით, არის PoE შეერთება, რომელიც საშალებას იძლევა, კამერების მონტაჟი მოხდეს ერთი ეზერნეტის კაბელით, რომელიც გაატარებს როგორც ინფორმაციული პაკეტებს, ასევე ელექტრო ენერგიას. ძველ, ანალოგურ კამერებს აღნიშნული ტექნოლოგიის მხარდაჭერა – არ აქვთ.

  1. უკაბელო კავშირი

უკაბელო კავშირი ციფრულ კამერებს ბევრად უფრო პრაქტიკულს ხდის. ისეთ წერტილებში, სადაც კაბელის გაყვანამ, შეიძლება დიზაინი გააფუჭოს, IP კამერები უკაბელო Wi-Fi კავშირს გვთავაზობს.

  1. დისტანცია

ანალგურ კამერას, სიგნალის გადაცემა მაქსიმუმ 1.5 კილომეტრზე შეუძლია. ამასთან, იგი დისტანციასთან ერთად და/ან სიგნალის კონვერტაციასთან ერთად  კარგავს გამოსახულების ხარისხსს.

IP კამერების მონტაჟი, შესაძლებელია ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გამოყენებით. რომელსაც სიგნალის გადაცემა, დანაკარგის გარეშე 100 კილომეტრამდე მანძილზე შეუძლია.

  1. მოხერხებული და მართვადი

IP კამერებს შეუძლიათ სტრიმი ერთდროულად რამოდენიმე მიმღებს გაუგზანოს. მოხდეს ჩამწერების მართვა მოშორებული წერტილებიდან და ჩანაწერი გააგზავნოს მოშორებით არსებულ დატა-ცენტრებში. ასევე იძლევა შეტყობინების გაგზავნის საშუალებას, მოძრაობის დაფიქსირებისას და ა.შ.

  1. კამერების მონტაჟის სიმარტივე

IP კამერები არ მოითხოვს სხვადასხვა კაბელს ინტალაციისთვის. მათ შეუძლიათ მხოლოდ ერთი ეზერნეტ კაბელით მიიღონ ყველა საჭირო სერვისი, განსხვავებით ანალოგური კამერებისგან. ანალოგურ კამერას ჭირდება ცალ-ცალკე კაბელი ელექტრო ენერგიისა და ინფორმაციული პაკეტების გასატარებლად. ხოლო თუ მას აუდიო სიგნალის გატარების მხარდაჭერაც აქვს, მისთვის კიდევ დამატებითი კაბელია საჭირო.

  1. უსაფრთხოება

ანალოგური კამერების სისტემა ბევრად უფრო მოწყვლადი სისტემაა უსაფრთხოების მხრივ, ვიდრე ციფრული. IP სისტემა, განსხვავებით ანალოგურისგან, შიფრავს მონაცემებს გადაცემამდე და დაშიფვრის შემდეგ გადასცემს ინტერნეტში. ასევე მათ აქვთ VPN ტექნოლოგიის მხარდაჭერა.

  1. საიმედოობა

IP კამერების სიტემა, გარდა იმისა, რომ შიფრავს გადაცემულ პაკეტებს, აქვს საშუალება რეზერივების სისტემაში ჩართვის. ასევე აღნიშნული სისტემა დაცულია მანამ, სანამ დაცულია თქვენი ქსელი.

  1. გაფართოების შესაძლებლობა

IP კამარების სისტემა, განსხვავებით ანალოგურებისგან, იძლევა უკეთეს გაფართოების საშუალებას, რაგან მათი კაბელირება, ნაკლებად კომპლექსურია. კამერების მონტაჟი ხორციელდება მხოლოდ ერთი ეზერნეტის კაბელით.

  1. ფასი

მართალია, IP კამერები უფრო ძვირი ღირს ვიდრე ანალოგური, თუმცა მთლიანი სისტემის დაყენება უფრო იაფი ჯდება ვიდრე ანალოგურების. ღირებულების გამოთვლა კომპლექსურია და ითვალისწინებს ყველა კომპონენტის ღირებულებას. როგორიცაა: კაბელი, ჩამწერი მოწყობილობა, მყარი დისკების მხარდაჭერა, ელქტრო კვების ბლოკები და ა.შ. ამ ელემენტების შეჯამებით, IP კამერების სისტემის საერთო ღრებულება უფრო ნაკლებია ვიდრე ანალოგურის.

 

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ: ქსელის მონტაჟი და ადმინისტრირება