არის თუ არა საშიში 5G?!

შვეიცარიის მთავრობა საკუთარი მოქალაქეების დასამშვიდებლად, რომლებსაც კავშირგაბმულობის ახალი სტანდარტის 5G-ის მობილური ანტენების გამოსხივების ეშინიათ, მონიტორინგის სისტემას აამოქმედებს.
შვეიცარია მესამე ქვეყანა გახდა აშშ-სა და სამხრეთ კორეის შემდეგ, რომელმაც თავის მოქალაქეებს 5G მობილური კავშირის მომსახურება შესთავაზა, მაგრამ ხელისუფლების ცნობით, მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს აქვს ახალი 5G-თვის განკუთვნილი ანტენების შიში. ამ მოსახლეობის ნაწილის აზრით, შესაძლოა ანტენები ძალიან დიდი რაოდენობით რადიაციას გამოსცემდეს.

შვეიცარიის მინისტრთა კაბინეტმა გარემოს დაცვის ფედერალურ სააგენტოს დაავალა გაზომოს ეგრეთ წოდებული არაიონიზებული რადიაცია, შეაფასოს მისი რისკები და დასკვნები რეგულარულად აცნობოს საზოგადოებას.

თებერვალში კავშიგრაბმულობის ფედერალურმა სააგენტომ აუქციონზე გაიტანა 5G-ის მომსახურება და სამ ოპერატორს – Salt-ს, Sunrise-ს და Swisscom-ს, მთლიანობაში 380 მილონი შვეიცარიული ფრანკის (377 მლნ დოლარი) ღირებულების, ახალი თაობის სიხშირეები გადასცა. აქედან მხოლოდ Swisscom-ი აცხადებს, რომ კავშირგაბმულობის ახალი სტანდარტით ყველა მსურველ შვეიცარიელს წლის ბოლომდე უზრუნველჰყოფს.

კიბოსთან ბრძოლის ამერიკულმა საზოგადოებამ შეისწავლა რა მობილური კავშირის ადამიანებზე გავლენასთან დაკავშირებული კვლევების მეტაანალიზი, მობილური კავშირის აქტიური გამოყენების გამო კიბოს რისკის ზრდის მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინა.
მათი ბრიტანელი კოლეგებიც ადასტურებენ იმას, რომ სუსტი გამოსხივება ანძებისგან და სმარტფონებისგან არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დეენემის მოლეკულებში ქიმიური კავშირები მოშალოს, რასაც კიბოს სიმსივნის პროვოცირება შეუძლია.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მობილურის გამოსხივების შესახებ ფობიების ახალი ტალღა 5G-სთან დაკავშირებული ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირდება. რადიოგამოსხივებისადმი შიში საკმაოდ გავრცელებული ფობიაა ყველა ქვეყანაში, – აღნიშნავენ ექსპერტები. მათი თქმით, ადამიანებს არ ესმით, როგორ მუშაობს ის და ეშინიათ იმის რის შესახებაც არაფერი იციან, რაც უცოდინრობის და განათლების დეფიციტის ბრალია. ბუნებრივია უშუალოდ 5G-სთან დაკავშირებული შიშიც, რადგან ის ახალი ტექნოლოგიაა. IT სპეციალისტები ფობიის ასეთ ტალღებს ყველა ქვეყანაში ელოდებიან.
მეოთხე ქვეყანა, რომელიც უახლოეს თვეებში კავშირგაბმულობის ახალ სტანდარტს 5G-ს დანერგავს, ჩინეთია.

შეშფოთების კიდევ ერთი მიზეზი თავად ოპერატორებს უკავშირდება: ჩინური კომპანია Huawei უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოსაზრებების გამო კორეის და აშშ-ის 5G-ბაზარზე არ შეუშვეს.

რას სთავაზობს სენდი თქვენს კომპანიას

  • სერვერი

    ცენტრალიზებული სერვერი. გაძლიერებული უსაფრთხოება. წვდომა სამუშაო ფაილებზე საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან

  • ქსელის მონტაჟი

    შიდა ქსელის დაგეგმვა, კაბელირება, მონტაჟი და უსაფრთხოება. Wi - Fi კავშირისა და საკომუნიკაციო კარადის მენეჯმენტი

  • VPN კავშირი

    ფიქრობთ, როგორ დააკავშიროთ ორი სხვადასხვა ფილიალი ერთმანეთთან? ჩვენ ვიზრუნებთ, თქვენს კომფორტულ მუშაობაზე

  • IP ტელეფონია

    გახადეთ უფრო კომფორტული ერთმანეთთან კავშირი. ეკონტაქტეთ ერთმანეთს დამატებითი გადასახადების გარეშე

  • კამერების მონტაჟი

    იყავი მშვიდად. აკონტროლეთ თქვენი უსაფრთხოება ვიდეო მონიტორინგის კამერების დახმარებით,მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

  • სერვერის კოლოკაცია

    იქირავეთ სერვერი ჩვენი დატა-ცენტრიდან ან განათავსეთ თქვენთან არსებული სერვერი ჩვენს დატა-ცენტრში.

  • მულტი სერვისი

    სენდის IT+WEB პაკეტით, შეგიძლიათ მიიღოთ როგორც ყოველთვიური IT მომსახურება, ასევე თქვენი კომპანიის სავიზიტო ვებ-გვერდი

  • პერსონალური IT

    თქვენს კომპანიას ეყოლება პერსონალური IT, რომელიც პასუხისმგებელი იქნება თქვენს შეუფერხებელ და უსაფრთხო მუშაობაზე

Developed by Sandy IT tech 2.0All Rights Reserved