10 სექტემბერს, ეფმლა ახალი iPhone 11 წარადგინა. მან, მოხმარებელს, 3 ახალი ფლაგმანი გააცნო:
- iPhone 11
- iPhone 11 Pro
- iPhone 11 Pro Max
ახალი iPhone 11 აღჭურვილი იქნება 6.1 ინჩიანი “Liquid Retina HD Display” LCD 1792 x 828 326ppi გარჩევადობის ეკრანით.
როგორც iPhone XR-ს, ახალი iPhone 11-საც არ ექნება 3D Touch. მის მაგივრად, ეფლმა Haptic Touch ტექნოლოგია გამოიყენა. ამ ტექნოლოგიის მხარდაჭერა iOS მე-13 ვერსიიდან იქნება და განსხვავებით 3D Touch-ისგან, იგი არ იქნება მგრძნობიარე, თითის დაჭერის სიმძლავრეზე.
მისი შუშის კორპუსი, წარმოდგენილი იქნება 6 ფერში: თეთრი, შავი, ყვითელი, წითელი, მწვანე და იასამნისფერი.
ახალი iPhone 11-ის დიზაინი, დიდად არ განსხვავდება iPhone XR-ის დიზაინისგან. თუმცა, მწარმოებელი ირწმუნება, რომ მისი კორპუსი შექმნილია ყველაზე გამძლე მინისგან სმარტფონებს შორის და გვთავაზობს წყლისა და მტვრისგან დაცვას IP68 სტანდარტით. ასევე, Spatial Audio უზრუნვეყოფს უფრო სუფთა ხმას, მის აუდიო სისტემაში.
iPhone XR-ისგან განსხვავებით, iPhone 11 აღჭურვილია ახალი, ორ ობიექტვიანი კამერით, რომელიც საშუალებას იძლევა 120 გრადუსიანი ხედვის კუთხით გადავიღოთ ფოტოები. აქვს 2x ოპტიკური და 5x ციფრული გამოსახულების გადიდება.
ასევე ეფლმა დაამატა კამერაზე, Night mode ფუნქცია, რომელიც საშუალებას მოგცემთ მაღალი ხარისხის ფოტოების გადაღების, დაბალი განათების გარემოშიც.
ხოლო მისი დეტალური მახასიათებლები შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ, პრეზენტაციის ვიდეოში: