ვებ-გვერდის შექმნა

რისთვისაა საჭირო ვებ-გვერდის შექმნა ? იცით თუ არა, რომ მომხმარებლების 85% ინტერნეტით ეძებს სერვისსა თუ პროდუქციას?

რატომ უნდა ჰქონდეს თქვენს ბიზნესს – ვებ-გვერდი ?

ვებ-გვერდის შექმნა

  1. თქვენს მომხმარებელს მოლოდინი აქვს იმისა, რომ თქვენს კომპანიას აქვს ვებ-გვერდი.

მხოლოდ ეს მიზეზი რომ იყოს, ესეც კი საკმარისია იმისთვის, რომ დაიწყოთ ვებ-გვერდის შექმნა. თქვენი სერვისის მომხმარებლის 60% ელოდება იმას, რომ პროდუქციას ან მომსახურებას, რომელსაც ის ეძებს, ექნება ონლაინ კონტენტი, ხოლო ნახევარზე მეტი თქვენს სერვისზე ინფორმაციას თქვენი ვებ-გვერდიდან იღებს.

თუ თქვენ ჯერ კიდევ არ გაქვთ თქვენი ბიზნეს ვებ-გვერდი, თქვენ უკვე კარგავთ მომხმარებლებს.

 

  1. ვებ-გვერდი არის თქვენი სერვისის ხარისხის მტკიცებულება.

ონლაინ მომხმარებლების 90% -ის მტკიცებით, მათზე დიდ გავლენას ახდენს სხვა, იგივე სერვისის, მომხმარებლების შეფასებები. თქვენ შეგიძლიათ გქონდეთ თქვენი ფეისბუქ გვერდი, არეკლამოთ თქვენი სერვისი სხვადასხვა ვებ-გვერდებზე, მაგრამ გახსოვდეთ, თუ გაქვთ ვებ-გვერდი, ერთი გასროლით, ორი კურდღლის მოკვლა შეგიძლიათ. მაშინ როცა თქვენს ვებ-გვერდზე, თქვენი პოტენციური მომხმარებლები ათვალიერებენ სხვა მომხმარებლების შეფასებებსა და კომენტარებს, დიდი შანსი გაქვთ მათზე შთაბეჭდილების მოხდენის.

 

  1. მარტივად მიაწვდინეთ ხალხს თქვენი მესიჯები.

თქვენი ვებ-გვერდის ქონა საშუალებას გაძლევთ სწრაფად და მარტივად მიიტანოთ თქვენი მესიჯები მომხმარებლებამდე. გააზიაროთ სერვისები სოციალურ ქსელებში, როგორებიცაა Facebook, Twitter, Google+ და ა.შ.

 

მრავალი მსგავსი მიზეზის ჩამოთვლით თავი რომ არ მოგაბეზროთ, უბრალოდ გახსოვდეთ, რომ თქვენს კონკურენტებს უკვე აქვთ ვებ-გვერდი! სენდი კი გთავაზობთ, აჯობოთ თქვენს კონკურენტებს!

 

ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ: Google ბიზნეს სერვისები