მალე, ინსტაგრამის მომხმარებლები, ვნახავთ, რომ ლაიქების რაოდენობის მაჩვენებელი მალე აღარ იქნება.
ინსტაგრამის ხელმძღვანელმა, ადამ მოსერიმ, ეს ექსპერმინეტი, რამდენიმე დღის წინ დააანონსა და განაცხადა:
„ჩვენ გვსურს, რომ ადამიანებმა ნაკლები იფიქრონ იმაზე, თუ რამდენ მოწონებას დააგვროვებენ ისინი. ამის მაგივრად კი მეტი იკონტაქტონ და იზრუნონ ერთმანეთზე“.
როგორც სოციალური გიგანტი იტყობინება, მათ სურთ რომ ადამიანებმა ნაკლები ყურადღება მიაქციონ პოსტის ვიზუალს, სხვა მომხმარებლების რეაქციებს და მეტი ყურადღება მის შინაარსსა და კონტენტს დაუთმოს.
„ჩვენ ამას იმიტომ ვტესტავთ, რომ გვინდა, მომხმარებლები უფრო ფოკურისრებულნი იყვნენ ფოტოებსა და ვიდეოებზე, რომელთაც ისინი აზიარებენ და არა იმაზე თუ რამდენად მეტ მოწონებას მოაგროვებენ“ – ნათქვამია ინსტაგრამის განცხადებაში.