2020 წლის პირველ ნახევარში მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი და პოპულარული სმარტფონი iPhone 11 გახდა, რომელიც 2019 წლის შემოდგომაზე გამოვიდა. ამის შესახებ PhoneArena სააგენტო Omdia-ს კვლევაზე დაყრდნობით წერს.
როგორც აღმოჩნდა, მსოფლიოში 37,7 მილიონი iPhone 11 გაიყიდა. რეიტინგში მეორე ადგილს Samsung Galaxy A51-ი იკავებს, თუმცა მისი გაყიდვების რიცხვი გაცილებით მცირეა ვიდრე iPhone 11-ის. მესამე ადგილზე კი Xiaomi Redmi Note მოხვდა.
iPhone 11-ის გარდა, სიაში Apple-ს სხვა პროდუქტებიც მოხვდა. კერძოდ, განახლებული iPhone SE, XR, 11 Pro Max-ი და 11 Pro.