კვლევა ამტკიცებს, რომ YouTube-ზე ყველაზე ხშირად ნანახი კოროვირუსული ვიდეოების მეოთხედზე მეტი შეიცავს “მცდარ ან არასწორი ინფორმაციას”. საერთო ჯამში, ამგვარ ვიდეოებს 62 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
ცრუ მოსაზრებებს შორის იყო ისეთიც, რომლის თანახმად, ფარმაცევტულ კომპანიებს უკვე აქვთ კორონავირუსის ვაქცინა, მაგრამ უარს ამბობენ მის გაყიდვაზე. YouTube–ის განცხადებით, ის ვალდებულებულია შეამციროს მავნე დეზინფორმაციის გავრცელება. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ YouTube–ზე ატვირთული „კარგი ხარისხის, ზუსტი ინფორმაცია“ მთავრობის ორგანოებისა და ჯანდაცვის ექსპერტების მიერ არის განთავსებული. თუმცა, ამგვარი ვიდეოები ვერ უწევდა პოპულარულ ვლოგერებს კონკურენციას და არ ჰქონდა ბევრი ნახვა, რადგან ხშირად ისინი მასისთვის გაურკვეველ ტერმინებს შეიცავდა.
კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა BMJ Global Health–ის მიერ, გამოიყენეს 21 მარტის მდგომარეობით ინგლისურ ენაზე ყველაზე ხშირად ნახვადი კორონავირუსთან დაკავშირებულ ვიდეოები. ვიდეოჩანაწერები შეფასებული იქნა კრიტერიუმებით, როგორებიცაა: იყო თუ არა მათში წარმოდგენილი ექსკლუზიური ინფორმაცია ვირუსის გავრცელების, სიმპტომების, პრევენციისა და პოტენციური მკურნალობის შესახებ. სამთავრობო სააგენტოების მიერ განთავსებული ვიდეოები გაცილებით უკეთესად შეფასდა, ვიდრე სხვა წყაროები, თუმცა ისინი ნაკლებად ნახვადი იყო.
დეზინფორმაციის შემცველი 19 ვიდეოდან ჩანს:
– დაახლოებით მესამედი მოდის გასართობი ამბების წყაროებიდან
– დაახლოებით მეოთხედი იყო ეროვნული საინფორმაციო საშუალებების მიერ მიწოდებული წყაროებიდან
– ასევე დაახლოებით მეოთხედი მოდის გაურკვეველი ინტერნეტ წყაროებიდან
– 13% ამ ვიდეოებიდან ატვირთულია დამოუკიდებელი ვიდეო-ვლოგერების მიერ
რეპორტი გვირჩევს, რომ მთავრობებმა და ჯანდაცვამ უნდა ითანამშრომლონ გასართობი სიახლეების წყაროებთან და სოციალური მედიის ინფლუენსერებთან, რათა შექმნან მიმზიდველი, საჭირო შინაარსის მქონე კონტენტი, რომელსაც უფრო მეტი ნახვა ექნება.
YouTube განცხადებაში ნათქვამია: ”ჩვენ ვალდებულნი ვართ უზრუნველვყოთ დროული და სასარგებლო ინფორმაციის მიწოდება ამ კრიტიკულ დროს, დეზინფორმაციის გავრცელების შემცირება და საინფორმაციის პანელების ჩვენება, NHS-ისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემების გამოყენებით, რათა ვებრძოლოთ დეზინფორმაციის გავრცელებას”
წყარო: BBC