ოპტიკური ქსელი, არის ტექნოლოგია, როდესაც კაბელის ერთი წერტილიდან, მეორე წერტილში, ინფორმაციის გადაცემა ხედება სინათლის იმპულსებით. ოპტიკური ქსელის მონტაჟი საშუალებას გვაძლევს, ათეულობით კილომეტრამდე გავზარდოთ სიგნალის გადაცემის მანძილი და ათჯერ უფრო გავზარდოთ გადაცემის სიჩქარე, სტანდარტულ, სპილენძის კაბელთან შედარებით.
ტრადიციული სპილენძის კაბელის სიჩქარე, ვერასდროს გაუთანაბრდება ოპტიკური კაბელის სიჩქარეს. ოპტიკური კაბელი იდეალური საშუალებაა დააკავშიროთ სხვადასხვა ლოკაციაზე არსებული ოფისები ან შენობები ერთმანეთთან. სპილენძის კაბელისგან განსხვავებით, რომელსაც 100 მეტრზე გრძელ დინტანციაზე არ შეუძლია სიგნალის გატარება, ოპტიკური ქსელი საშუალებას გაძლევთ ათეულობით კილომეტზე გაატაროთ სიგნალი. ასევე სპილენძის კაბელში სიგნალის გატარების სიმძლავრეზე მოქმედებს ელექტრომაგნიტური ველები, რომლებიც წარმოიშვება მაღალი ძაბვის გატარებით, ელექტროძრავების მუშაობით და ა.შ. აღნიშნული ელექტრომაგნიტური ველი, ხელს უშლის სპილენძის კაბელს სიგნალის გატარებაში, ხოლო ოპტიკურ ქსელზე ელეტრომაგნიტური ველები არ მოქმედებენ.
ჩვენი მიზანია, მოგაწოდოთ უახლესი ტექნოლოგიები და საუკეთესო სერვისები თქვენი კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე. ასეთი, ერთ-ერთი თანამედროვე სერვისია, ოპტიკური ქსელები.
სენდი გთავაზებოთ, შემდეგ ოპტიკური ქსელის სერვისებს:
- ოპტიკური ქსელის დაგეგმვას ნულიდან;
- ოპტიკური ქსელის მონტაჟი ;
- ოპტიკური ქსელის კაბელირება, როგორც შიდა, ისე გარე სამუშაოებისთვის;
- ოპტიკური კაბელების შედუღებას;
- სპლიტერებისა და პაჩ-პანელების მონტაჟს;
- ოპტიკური საკომუნიკაციო კარადის მოწყობას;
- ოპტიკური დაბოლოებების (ფიგთეილების) შედუღებას;
- ოპტიკური ქსელი SM (Single Mode) და MM (Multi Mode).
ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ: ქსელის მონტაჟი და ადმინისტრირება