როგორ დავიცვათ მყარი დისკი (HDD) დაზიანებისაგან

მყარი დისკი (იგივე ვინჩესტერი) – კომპიუტერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ინფრომაციის შენახვაზეა პასუხისმგებელი. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის საიმედო დაცვის უზრუნველყოფა და დაზიანებებისაგან თავის არიდება.

საფეხურები:

 

  1. მყარი დისკის მუშაობის პრინციპი. ვინჩესტერს გააჩნია საკმაოდ რთული ელექტრო-მექნიკური შემადგენლობა, მაგრამ იმისათვის, რომ თქვენთვის უკეთ გასაგები იყოს გეტყვით, რომ მისი კონსტრუქცია შედგება 3 ძირითად ელემენტისაგან: მიკროსქემის მმართველი, მაგნიტური თავები (ინფორმაციის წამკითხველი) და მაგნიტური დისკები. რომელიმე მათგანის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში მოწყობილობა ზიანდება, წყვეტს მუშაობას და იკარგება შენახული ინფრომაცია.
  2. ვინჩესტერის მუშაობის პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ მაგნიტურ დისკებს, როგორც წესი, ამზადებენ კერამიკის ან ალუმინისგან და უსმევენ ფერომაგნიტის თხელ ფენას, რომელიც მაგნიტური თავების საშუალებით იწერს ინფორმაციას. თვითონ დისკები მაღალსიჩქარიან შპინდელზეა დამაგრებული, რომელიც ბრუნვის პერიოდში მაგნიტურ თავებსა და დისკის ზედაპირს შორის ქმნის ჰაეროვან ბალიშს. ეს ბალიში არ აძლევს დიკს, რომ კონტაქტში შევიდეს თავებთან, რაც გამოიწვევდა დაზიანებულ სექტორებში ინფორმაციის დაკარგვას.\
  3. ინფორმაციის დაკარგვისაგან თავის დასაცავად, საჭიროა უსაფრთხოების უზრუნველყოფის რამდენიმე ძირითადი პრინციპის ცოდნა:
    არანაკლებ მნიშვნელოვანია მყარი დისკის ბიძგებისა და დარტყმებისგან დაცვა. მათი ზემოქმედებისგან მუშაობის პროცესში არსებულმა ვინჩესტერმა შეიძლება დროებით შეწყვიტოს მუშაობა, რაც იწვევს ფერომაგნიტური საფარის დაზიანებასა და ინფორმაციის დაკარგვას.
  4. კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომენტად ითვლება ვინჩესტერის დაცვა ძაბვის ცვალებადობისაგან, რადგან მას შეუძლია დააზიანოს მიკროსქემის სამართავი ნაწილი. ამისათვის კომპიუტერი აღჭურვილი უნდა იყოს საჭირო სიმძლავრით მომუშავე ბლოკით, ასევე ელექტროენერგიის გაუთვალისწინებელი გამორთვის შემთხვევაში, UPS მოწყობილობით.
  5. სამწუხაროდ, ყველა წესის დაცვაც ვერ იძლევა 100% დაცულობის გარანტიას, რადგან ასრებობს სხვა ფაქტორებიც (სისტემის გადატვირთვა, არასწორი კომპლექტაცია, დაბალი ხარისხის მქონე დეტალები), რომლის წინაშეც კომპიუტერის უბრალო მომხმარებელი უძლურია. აქედან გამომდინარე უფრო საიმედო იქნება, თუ მნიშვნელოვან ინფორმაციას პარალელურად სხვა მოწყობილობებზეც შეინახავთ (“ფლეშკა”, CD ან DVD დისკი).

 

წყარო: http://windows.ge

რას სთავაზობს სენდი თქვენს კომპანიას

  • სერვერი

    ცენტრალიზებული სერვერი. გაძლიერებული უსაფრთხოება. წვდომა სამუშაო ფაილებზე საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან

  • ქსელის მონტაჟი

    შიდა ქსელის დაგეგმვა, კაბელირება, მონტაჟი და უსაფრთხოება. Wi - Fi კავშირისა და საკომუნიკაციო კარადის მენეჯმენტი

  • VPN კავშირი

    ფიქრობთ, როგორ დააკავშიროთ ორი სხვადასხვა ფილიალი ერთმანეთთან? ჩვენ ვიზრუნებთ, თქვენს კომფორტულ მუშაობაზე

  • IP ტელეფონია

    გახადეთ უფრო კომფორტული ერთმანეთთან კავშირი. ეკონტაქტეთ ერთმანეთს დამატებითი გადასახადების გარეშე

  • კამერების მონტაჟი

    იყავი მშვიდად. აკონტროლეთ თქვენი უსაფრთხოება ვიდეო მონიტორინგის კამერების დახმარებით,მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

  • სერვერის კოლოკაცია

    იქირავეთ სერვერი ჩვენი დატა-ცენტრიდან ან განათავსეთ თქვენთან არსებული სერვერი ჩვენს დატა-ცენტრში.

  • მულტი სერვისი

    სენდის IT+WEB პაკეტით, შეგიძლიათ მიიღოთ როგორც ყოველთვიური IT მომსახურება, ასევე თქვენი კომპანიის სავიზიტო ვებ-გვერდი

  • პერსონალური IT

    თქვენს კომპანიას ეყოლება პერსონალური IT, რომელიც პასუხისმგებელი იქნება თქვენს შეუფერხებელ და უსაფრთხო მუშაობაზე

Developed by Sandy IT tech 2.0All Rights Reserved