სექტემრბიდან კლასიკურ დიზაინს Facebook ყველასთვის ახალი დიზაინით ჩაანაცვლებს. ამ სიახლის შესახებ მომხმარებლები სოციალურ ქსელში კომპიუტერიდან შესვლისას შეიტყობენ.
ამ განახლებას თან ახლავს ტექსტის გაზრდილი ზომა და პოსტების უფრო მკაფიო ხედვა. აჩქარებულია ჩატვირთვის დრო და დამატებულია ბნელი რეჟიმი ე.წ. Dark mode, რაც მომხმარებელს თვალების დაძაბვისგან დაიცავს.
მათ, ვისაც Facebook-ს ახალი დიზაინი უკვე ჩაერთო, ძველ ვერსიაზე დაბრუნება თავისუფლად შეუძლია, მაგრამ ეს მხოლოდ აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.
კომპანიის განცხადებით, სექტემბრიდან, ახალი დიზაინი სტანდარტი გახდება ყველა მომხმარებლისათვის.
„ახლა ფეისბუქში ჩვენ მრავალი რამ გავაუმჯობესეთ და მოხარული ვართ, რომ ახალი დიზაინი ყველას ექნება. ვიმედოვნებთ, რომ სექტემბრამდე, როდესაც კლასიკური ფეისბუქი უკვე აღარ იქნება ხელმისაწვდომი, შეგვატყობინებთ, როგორ გავაგრძელოთ მისი გაუმჯობესება“, – წერს Facebook-ი განცხადებაში.