ჩინეთში კორონა ვირუსის თემაზე შექმნილი თამაში დაბლოკეს პოლიტიკური მოტივების მიზეზით. თამაში სახელად Coronavirus Attack-ის შინაარსი შემდეგნაირია: იმისათვის, რომ თამაშში მოიგოთ მოთამაშეებმა უნდა შეაჩერონ “ეგოისტი ზომბები” (“selfish zombies) ინფიცირებული ქვეყნიდან გაქცევისას.
მოთამაშეებმა განაცხადეს, რომ თამაშში გამოყენებულია ჩინეთის დროშის ფერები, ხოლო ვარსკვლავების ნაცვლად გამოყენებულია კორონავირუსის ვირუსის ფორმის ანიმაციები. თამაში Stream-დან ნეგატიური შეფასებების გამო წაიშალა.
თამაშის აღწერაში წერია, რომ : “”ეგოისტმა ზომბებმა” დააინფიცირეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები. ვირუსის მატარებლები ცდილობენ ქვეყნიდან გაქცევას. მოთამაშეების მიზანია, რომ თავიდან აიცილოთ “ეგოისტი ზომბების” ქვეყნიდან გაქცევა და მსოფლიოს დაინფიცირების შეჩერება.”
მოთამაშეს ასევე შეუძლია შეაგროვოს სამკერდე ნიშნები, რომლებიც შეიცავს ისეთ ტექსტებს როგორებიცაა: “გაათავისუფლე ჰონგ კონგი” და “ტაივანი ჩინეთში არ არის”.
თამაშის შემქმნელმა MythS- მა საინფორმაციო საიტს Abacus- ს განუცხადა, რომ მან შეიმუშავა პროექტი ჩინეთის მთავრობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად. მისი თქმით, უკმაყოფილოა ჩინეთის ვირუსთან ბრძოლის პოლიტიკით.
Steam- ის ზოგი მომხმარებელი ითხოვს, რომ თამაში, რომელიც სხვა ქვეყნებში ხელმისაწვდომია, გლობალური პლატფორმიდან ამოიღონ. “წარმოიდგინეთ, რომ შექმნან თამაში, რომლითაც დასცინიან მსოფლიოში არსებულ პანდემიას, ხალხის სიკვდილს კი გასართობად იყენებენ ”, – თქვა ერთმა მოთამაშემ ნეგატიურ მიმოხილვაში.
Coronavirus Attack არ არის პირველი Steam თამაში, რომელიც დაბლოკილია ჩინეთში. უაღრესად პოპულარული სიმულაციური თამაში Plague Inc. მარტში შეიყვანეს შავ სიაში, რადგან Covid-19- ით გამოწვეული მდგომარეობა გაუარესდა.
წყარო: BBC