2016 წლის 31 მაისს მაგთიკომის მიერ შეძენილი 800 MHz სიხშირეთა სპექტრის სალიცენზიო პირობა 5 წლის ვადაში ქვეყნის დასახლებული კონტროლირებადი ტერიტორიის 90%-იან დაფარვას ითვალისწინებს. მაგთიკომის ცნობით, მათ 800 MHz ლიცენზიის მიღებიდან 1 თვის თავზე, ამ კუთხით, წინსწრებით,არა მხოლოდ სალიცენზიო ვალდებულებები შეასრულეს, არამედ კიდევ უფრო წინწასული ტექნოლოგიით 4.5G, იგივე LTE-Advanced ქსელი შესთავაზეს ქვეყანას.
“დღეისათვის მაგთიკომი ერთადერთი მობილური ოპერატორია ქართულ ბაზარზე, რომელიც ორი სიხშირული სპექტრის (LTE 800 და LTE 1800) კომბინაციით მომხმარებელს 4.5G (LTE-Advanced) ქსელს და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს, მკვეთრად გაზრდილი ინტერნეტსიჩქარით და სიგნალის შეღწევადობით”. – აცხადებენ კომპანიაში
წყარო: http://zeti.ge