რა არის VoIP?
IP ტელეფონია VoIP არის აბრევიატურა და იშიფრება როგორც “Voice over Internet Protocol” (ხმა, ინტერნეტ პროტოკოლის გავლით). ინტერნეტ პროტოკოლი არის მონაცემებზე ორიენტირებული პროტოკოლი, რომელიც გამოიყენება სახლის, ოფისისა თუ ინტერნეტ ქსელებში. ზემოაღნიშნული პროტოკოლი იძლევა საშუალებას, გადავცეთ მონაცემები ნებისმიერ, ერთმანეთთან დაკავშირებულ ქსელში.
როგორ მუშაობს VoIP?
აპარატურული, პროგრამული და ხმოვანი პროტოკოლების კომბინირებით, თქვენი საუბრის ხმა გადაიცემა ინტერნეტ პროტოკოლის გავლით – დანიშნულების წერტილამდე.
VoIP სისტემა აკონვერტირებს ანალოგურ აუდიო სიგნალებს (თქვენს ხმას) ციფრულ მონაცემებად, რომლებიც აღიქმება VoIP მოწყობილობების მიერ და გადაიცემა IP ქსელის გავლით, საუბრის (ზარის) მეორე ბოლოში.
რის საშუალებას გვაძლევს VoIP?
VoIP გვაძლევს საშუალებას განვახორციელოთ სატელეფონო ზარები ნებისმიერ ერთმანეთთან დაკავშირებულ ქსელში, ინტერნეტ პროტოკოლის გავლით, ნაცვლად ტრადიციული, ანალოგური PSTN (Public Switched Telephone Network) ხაზების გამოყენებისა.
იმის გამო, რომ ზარები გენერირდება ინტერნეტში, VoIP სისტემა საშუალებას გვაძლებს დავრეკოთ შორ დისტანციებზე ისე, როგორც ადგილობრივ ქსელზე.
რატომ VoIP?
IP ტელეფონია VoIP სერვისი არა მარტო ამცირებს თქვენს ყოველთვიურ ხარჯს, ასევე გთავაზობთ ზარების განხორციელების მოქნილობას. იგი აუმჯობესებს მომსახურე პერსონალის მუშაობის ეფექტურობასა და გვიზოგავს დროს:
- ხმოვანი ფოსტა მეილზე – მოუსმინეთ ხმოვან ჩანაწერებს პირდაპირ თქვენი ინბოქსში;
- იძლევა საშუალებას მარტივად ჩართოთ სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა კონფერენციებში და დარეკოთ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მინიმალური დანახარჯებით;
- ზარის გადამისამართება – გადაამისამართეთ ზარი ნებისმიერ სხვა მობილურ თუ ადგილობრივ ნომერზე, ოფისში არყოფნის დროს;
- საუბრის ჩაწერა – ჩაიწერეთ შემომავალი და გამავალი ზარები სერვისის გაუმჯობესების მიზნით;
- მოლოდინის რეჟიმი – მუდმივად მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენი სერვისის მომხმარებლებს, თუ რომელ ადგილზე არიან ზარების რიგში.
ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ: VPN კავშირი