Apple-მა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2020 წელს App Store 20 ახალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ამოქმედდება.
აღნიშნული ინფორმაცია Apple-ის დეველოპერების პორტალზე განთავსდა. პოსტის დასაწყისში, Apple მადლობას უხდის დეველოპერებს, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებითა და ინოვაციებით App Store აქციეს ბევრად დიდ ფასეულობად, ვიდრე უბრალოდ ყველაზე უსაფრთხო ბაზარი. Apple აღნიშნავს, რომ App Store გადაიზარდა ენერგიულ პლატფორმად ყოველკვირეული ნახევარი მილიარდი ვიზიტორით და საუცხოო აპლიკაციებით, რომლებიც გავლენას ახდენს კულტურაზე და ცვლის ადამიანთა ცხოვრებას. დღეს App Store-ზე წვდომა აქვს 155 ქვეყანასა თუ რეგიონს მსოფლიო მასშტაბით. Apple მოხარულია რომ 2020 წელს 155 ქვეყანას 20 ქვეყანა დაემატება, რომლებსაც შესაძლებლობა მიეცემათ გააფართოვონ ბიზნესი და გავლენა ახალ ბაზრებზე.
Apple მოუწოდებს დეველოპერებს განაახლონ ინფორმაცია 2020 წლის 10 აპრილამდე, იმისათვის, რომ მათი აპლიკაციები სხვა ლოკაციებზეც იყოს ხელმისაწვდომი. თუმცა, ჯერჯერობით, ზუსტი დრო, რომელი თვიდან გახდება ეს სერვისი ხელმისაწვდომი ახალ ქვეყნებში, უცნობია.
იხილეთ იმ ქვეყნების სია, რომლებშიც 2020 წელს App Store ხელმისაწვდომი იქნება:
- Afghanistan
- Gabon
- Cote d’Ivoire
- Georgia
- Maldives
- Serbia
- Bosnia and Herzegovina
- Cameroon
- Iraq
- Kosovo
- Libya
- Montenegro
- Morocco
- Mozambique
- Myanmar
- Nauru
- Rwanda
- Tonga
- Zambia
- Vanuatu