ახალი “streaming” პროგრამის მეშვეობით, აპლიკაციებმა ტელეფონებში შესაძლოა ნაკლები ადგილი დაიკავონ

მკვლევარებმა მიაგნეს გზას მათთვის, ვინც შლის აპლიკაციებს, როცა მათი მობილურის მეხსიერება სავსეა.
ახალი “streaming ” პროგრამა, საჭიროების შემთხვევაში, აძლევს აპლიკაციებს საშუალებას გამოიყენოს მობილურის მხოლოდ მისთვის საჭირო სივრცე ნებისმიერ დროს.
“ეს გავს Netflix-ის პრინციპს, როცა ფილმები არ არის შენახული კომპიუტერში, არამედ ისინი გადის ეთერში მაშინ როცა თქვენ მათ უყურებთ” – თქვა საურაბ ბაგჩიმ, პურდუს უნივერსიტეტის პროფესორმა და კომპიუტერული ინჟინერიის, კომპიუტერული მეცნიერებებისა და ელასტიური ინფრასტრუქტურის, სისტემების და პროცესების ცენტრის დირექტორმა.
ბაგჩის გუნდმა კვლევაში აჩვენა, თუ როგორ ამცირებს პროგრამა სახელწოდებით “AppStreamer” ანდროიდზე შენახვის მოთხოვნებს მინიმუმ 85% -ით პოპულარული სათამაშო აპლიკაციების ხარჯზე. კვლევის მონაწილეთა უმეტესობამ ვერ შეამჩნია რაიმე განსხვავება თამაშში, თამაშს პროცესში, როდესაც აპლიკაციამ გამოიყენა AppStreamer.

ბაგჩის მტკიცებით, იმის გამო, რომ AppStreamer მუშაობს ისეთ სათამაშო აპლიკაციებზე, რომლებსაც ბევრი ადგილი სჭრიდებათ, AppStreamer-მა შესაძლოა იმუშაოს სხვა აპლიკაციებზეც, რომლებიც გაცილებით ნაკლებ ადგილს იკავებენ. პროგრამა ასევე საშუალებას იძლევა აპლიკაცია ტელეფონში უფრო სწრაფად გადმოწეროთ.

მკვლევარებმა თავიანთი დასკვნები 18 თებერვალს საფრანგეთში, ლიონში, უკაბელო სისტემების და ქსელების მე -17 საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინეს .
AppStreamer არის პროგრამის ტიპი, რომელიც ცნობილია როგორც ე.წ. Middleware, რომელიც მდებარეობს მოწყობილობებსა და ოპერაციულ სისტემას შორის არსებულ პროგრამებს შორის.
AppStreamer შესაძლებელია დაეხმაროს ტელეფონებს 5G კავშირის უფრო უკეთესად დამყარებაში, რომელიც მობილურებს საშუალებას მისცემს წამებში გადმოწერონ ფილები და სხვა მძიმე დავალებები გაატარონ ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ამჟამად ტელეფონების უმეტესობისთვის ხელმისაწვდომი 4G ქსელი.

5G ქსელში AppStreamer– ის გამოყენება ნიშნავს რომ ტელეფონი აპლიკაციას დაუყოვნებლივ გადმოწერს, სწრაფად იმუშავებს და ტელეფონში მინიმალურ ადგილს დაიკავებს.

რას სთავაზობს სენდი თქვენს კომპანიას

  • სერვერი

    ცენტრალიზებული სერვერი. გაძლიერებული უსაფრთხოება. წვდომა სამუშაო ფაილებზე საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან

  • ქსელის მონტაჟი

    შიდა ქსელის დაგეგმვა, კაბელირება, მონტაჟი და უსაფრთხოება. Wi - Fi კავშირისა და საკომუნიკაციო კარადის მენეჯმენტი

  • VPN კავშირი

    ფიქრობთ, როგორ დააკავშიროთ ორი სხვადასხვა ფილიალი ერთმანეთთან? ჩვენ ვიზრუნებთ, თქვენს კომფორტულ მუშაობაზე

  • IP ტელეფონია

    გახადეთ უფრო კომფორტული ერთმანეთთან კავშირი. ეკონტაქტეთ ერთმანეთს დამატებითი გადასახადების გარეშე

  • კამერების მონტაჟი

    იყავი მშვიდად. აკონტროლეთ თქვენი უსაფრთხოება ვიდეო მონიტორინგის კამერების დახმარებით,მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

  • სერვერის კოლოკაცია

    იქირავეთ სერვერი ჩვენი დატა-ცენტრიდან ან განათავსეთ თქვენთან არსებული სერვერი ჩვენს დატა-ცენტრში.

  • მულტი სერვისი

    სენდის IT+WEB პაკეტით, შეგიძლიათ მიიღოთ როგორც ყოველთვიური IT მომსახურება, ასევე თქვენი კომპანიის სავიზიტო ვებ-გვერდი

  • პერსონალური IT

    თქვენს კომპანიას ეყოლება პერსონალური IT, რომელიც პასუხისმგებელი იქნება თქვენს შეუფერხებელ და უსაფრთხო მუშაობაზე

Developed by Sandy IT tech 2.0All Rights Reserved