TikTok-ის დროა. თინეიჯერების ფავორიტ აპლიკაციას ახლა სულ უფრო ხშირად იყენებენ მოზრდილები, რომლებიც კორონავირუსის კარანტინის დროს, დროის გაყვანის საშუალებას ეძებენ. ანალიტიკოსების აზრით, TikTok-ს აპრილის ბოლოს მილიარდი მომხმარებელი ეყოლება.
მომხმარებლები ამ აპლიკაციაში აქვეყნებენ მოკლე ვიდეოებს – არა უმეტეს 60 წამისა.
ანალიტიკური საიტი SensorTower იუწყება, რომ აპლიკაციამ, რომელიც ჩინურ ტექნიკურ კომპანიას ByteDance- ს ეკუთვნის, მარტში მსოფლიო მასშტაბით 65 მილიონი აშშ დოლარის ჩამოტვირთვის ფინანსური მოგება ნახა. მიუხედავად იმისა, რომ თინეიჯერები აღნიშნულ პლატფორმაზე თვეების განმავლობაში აქვეყნებდნენ ვიდეოებს, როგორც ჩანს, ახლა მოზრდილებს უფრო მეტი თავისუფალი დრო აქვთ.
აპლიკაციას შეუერთნენ ისეთი ცნობადი სახეები, როგორებიც არიან ჯენიფერ ლოპესი, მერაია ქერი, ჯასტინ ბიბერი და 82 წლის ჯეინ ფონდაც კი.
სოციალური მედიის როლი ნელ-ნელა იკლებს მსოფლიოში, რადგან მოგზაურობა და მიმოსვლა შეფერხებულია, რაც მაგალითად ინსტაგრამს ნაკლებ დატვირთვას სძენს. თუმცა ამ ფონზეც კი TikTok სხვა პლატფორმებზე უკეთ მუშაობს, ინარჩუნებს და აგრძელებს აქტუალურობას.
ტიპიური TikTok პოსტი არ საჭიროებს ლამაზ ფონს, განმარტა Thibault Le Ouay, კომპანია Pentos- ის დამფუძნებელმა, რომელიც ბრენდებს ეხმარება მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავებაში.
”TikTok- ზე, თქვენ საკუთარ სახლში ცეკვავთ”, – თქვა მან და მიუთითა 15 წლის ჩარლი დ’ამელიოს, აპლიკაციის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ვარსკვლავზე, 46 მილიონი გამომწერით. ”ის სახლში არის ლეგინსებით. ეს არ არის პლაჟის სამოთხის ვიდეო.” – თქვა მან. “ეს ჯერ კიდევ ის არის, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ სახლში.”
TikTok-ის სპიკერის განცხადებით, ჰეშთეგ #happyathome -ს 7.9 მილიარდი ნახვა აქვს, რაც კორონავირუსთან ბრძოლასა და სახლში დარჩენის კამპანიას აძლიერებს.
აპლიკაციას ასევე ცალკე გვერდი აქვს, რომელზეც განთავსებულია ინფორმაცია Covid-19-თან დაკავშირებით. ეს ემსახურება აღნიშნულ დაავადებასთან სხვადასხვა მითების დამსხვრევასა და მაქსიმალურად სანდო, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობებისა და ინფორმაციის აპლიკაციის მომხმარებლებისთვის მიწოდებას.
ანალიტიკოსებს აინტერესებთ, შეინარჩუნებს თუ არა TikTok იმ აქტუალურობას, რომელსაც მან ახლა მიაღწია, კორონავირუსის პანდემიის დასრულების შემდეგ, როდესაც ადამიანებს ექნებათ სხვა ყოველდღიური საქმეები გასაკეთებელი.
რას სთავაზობს სენდი თქვენს კომპანიას
-
სერვერი
ცენტრალიზებული სერვერი. გაძლიერებული უსაფრთხოება. წვდომა სამუშაო ფაილებზე საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან
-
ქსელის მონტაჟი
შიდა ქსელის დაგეგმვა, კაბელირება, მონტაჟი და უსაფრთხოება. Wi - Fi კავშირისა და საკომუნიკაციო კარადის მენეჯმენტი
-
VPN კავშირი
ფიქრობთ, როგორ დააკავშიროთ ორი სხვადასხვა ფილიალი ერთმანეთთან? ჩვენ ვიზრუნებთ, თქვენს კომფორტულ მუშაობაზე
-
IP ტელეფონია
გახადეთ უფრო კომფორტული ერთმანეთთან კავშირი. ეკონტაქტეთ ერთმანეთს დამატებითი გადასახადების გარეშე
-
კამერების მონტაჟი
იყავი მშვიდად. აკონტროლეთ თქვენი უსაფრთხოება ვიდეო მონიტორინგის კამერების დახმარებით,მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
-
სერვერის კოლოკაცია
იქირავეთ სერვერი ჩვენი დატა-ცენტრიდან ან განათავსეთ თქვენთან არსებული სერვერი ჩვენს დატა-ცენტრში.
-
მულტი სერვისი
სენდის IT+WEB პაკეტით, შეგიძლიათ მიიღოთ როგორც ყოველთვიური IT მომსახურება, ასევე თქვენი კომპანიის სავიზიტო ვებ-გვერდი
-
პერსონალური IT
თქვენს კომპანიას ეყოლება პერსონალური IT, რომელიც პასუხისმგებელი იქნება თქვენს შეუფერხებელ და უსაფრთხო მუშაობაზე