ტვიტერმა განუცხადა თანამშრომლებს, რომ მათ შეუძლიათ სახლიდან “სამუდამოდ” იმუშაონ, თუ ისურვებენ კოროვირუსის პანდემიის შემდეგ.
გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სოციალურმა მედია გიგანტმა განაცხადა, რომ კარანტინის დროს, სახლიდან გატარებულმა ღონისძიებებმა წარმატებას მიაღწია. ამასთან, კომპანიამ ასევე განმარტა, რომ გახსნის შემდეგ ისინი საშუალებას მისცემენ თანამშრომლებს დაბრუნდნენ ოფისში, თუკი ასე მოისურვებენ.
ამ თვის დასაწყისში Google-სა და Facebook-ში განაცხადეს, რომ მათ თანამშრომლებს შეუძლიათ სახლიდან იმუშაონ წლის ბოლომდე.
ტვიტერში განაცხადეს: “ბოლო რამდენიმე თვემ გვაჩვენა, რომ ჩვენ შეგვიძლია ვაკეთოთ ეს სამუშაო სახლიდან. ასე რომ, თუ ჩვენი თანამშრომლები იმყოფებიან იმ თანამდებობასა და სიტუაციაში, რაც მათ საშუალებას მისცემს, სახლიდან გააგრძელონ მუშაობა, ჩვენ მათ ამაში ხელს შევუწყობთ”. ტვიტერის ბლოგში ნათქვამია, რომ მათთვის, ვისაც სურს Twitter-ის ოფისში დაბრუნდეს, კომპანია “იქნება მათი თბილი და მიმღები სახლი, დამატებითი სიფრთხილის ზომებით”.
სან-ფრანცისკოში დაფუძნებულ კომპანიას ოფისებში 4000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. კომპანიამ მარტის თვიდან თანამშრომლებს უფლება მისცა სახლიდან ემუშავათ. ისინი ოფისების გახსნას სექტემბრამდე არ გეგმავენ.
Stony Brook University-ს ციფრული ტექნოლოგიების მოწვეულმა პროფესორმა განაცხადა, რომ ეს არის “ეპოქის განსაზღვრული სიახლე”. მისი განცხადებით: ” ადამიანები ამტკიცებენ, რომ მათ შეუძლიათ ბევრად უფრო პროდუქტიულები იყონ სახლში მუშაობისას და სახლიდან გაუსვლელად მიიღონ დავალებები. უამრავი ადამიანი მეუბნება, რომ ისინი სახლში უფრო მუშაობენ და გაწურულები არიან “- დასძინა მან.
კომპანიები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ემზადებიან ოფისების ხელახლა გასახსნელად მსოფლიოში დანერგილი სოციალური დისტანცირების წესების დაცვით.
წყარო: BBC