Software Developer-მა გამოაქვეყნა ტვიტი იმის შესახებ, თუ როგორ აზიანებს მხედველობას VR სათვალეების დღის განმავლობაში საათობით გამოყენება.
ოფთალმოლოგმა სწორედ VR სათვალეების ინტენსიურ გამოყენებას დააბრალა მხედველობის მკვეთრი დაზიანება. მიუხედავად ამისა, ოპტომეტრისტთა ასოციაციამ განაცხადა, რომ არ არსებობს კვლევა, მტკიცებულება, რომ VR სათვალეები იწვევს თვალის მუდმივ დაზიანებას. Facebook–ის მფლობელობაში არსებული Oculus თავის სახელმძღვანელოში აღნიშნავს, რომ 4000 ადამიანიდან ერთმა შეიძლება განიცადოს „თავბრუსხვევა, კრუნჩხვები, თვალის ან კუნთების გახეხვის შეგრძნება“. იმ ადამიანებმა, კი ვისაც მსგავსი სიმპტომები აწუხებთ, უნდა შეწყვიტონ VR სათვალეების გამოყენება და მიმართონ სპეციალისტს. ექიმებმა ადრე გვაფრთხილებდნენ, რომ ვირტუალურმა რეალობამ, რომელიც წარმოადგენს რეალურ ან წარმოსახვითი გარემოს კომპიუტერზე წარმოქმნილ სიმულაციას, შეიძლება გამოიწვიოს თვალის დაძაბულობა, რადგან ტვინი იძულებულია ვიზუალური წარმოსახვა დაამუშავოს ჩვეულებრივისგან განსხვავებული გზით. დენი ბიტმანმა, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში სწორედ ამ საქმეს ემსახურებოდა და ქმნიდა ვირტუალურ რეალობას, თქვა, რომ ამან შეიძლება გავლენა მოახდინოს მის მხედველობაზე. “უბრალოდ სამი წლის განმავლობაში პირველად მივედი ექიმთან ვიზიტზე. ახლა მე ძალიან მაწუხებს ჩემი მომავალი VR სათვალეების გამოყენების ჭრილში. მე მაქვს თვალის თანხვედრის პრობლემა, რომელიც მოქმედებს დისლექსიის მსგავსად. ექიმი, დარწმუნებულია, სწორედ რომ VR-ის გამოყენებამ გამოიწვია ეს ყოველივე. მისი თქმით, ეს სათვალეებია, რომელსაც ჩვენ ჩვეულებრივ ვურჩევთ 40 წლის ასაკში”, – თქვა თავის ტვიტში დენი ბიტმანმა. წყარო: BBC