iPhone 12 და iPhone 12 Pro უფრო მეტად გავს ერთმანეთს, ვიდრე წინა წელს წარმოდგენილი iPhone 11 და iPhone 11 Pro.
iPhone 12 162 გრამია, iPhone 12 Pro კი 187 გრამი.
ორივე მოდელის ეკრანს აქვს ახალი კერამიკული საფარი, რომელიც კომპანიის განცხადებით 4-ჯერ უფრო ეფექტურია დაცვის თვალსაზრისით, ვიდრე წინა საფარები. კორპუსი iPhone 12 Pro-ში უფრო მაღალი ხარისხისაა, იგი უჟანგავი ფოლადისგან არის წარმოებული.
ეკრანში განსხვავებას წარმოადგენს ის, რომ iPhone 12 Pro სტანდარტული განათების რეჟიმში 25%-ით უფრო ნათელი უნდა იყოს.
ორივე iPhone-ის წინა კამერა ერთმანეთის იდენტურია. iPhone 12 Pro-ს აქვს დამატებითი ობიექტივის მოდული, მესამე კამერა, რომელიც ახალ Lidar სკანერთან ერთად ზოგიერთ შემთხვევაში უკეთესი ხარისხის სურათებს გვთავაზობს.
ორივე ტელეფონს აქვს 5G მხარდაჭერა, თუმცა არც ერთ მოდელს არ მოყვება ადაპტერი და ყურსასმენები.