Samsung Electronics-მა წლის მესამე კვარტალში 59 მილიარდი აშშ დოლარის (45.5 მილიარდი ფუნტი) შემოსავალი დააფიქსირა.
დიდი შემოსავლის მიზეზი გამოხდა, სმარტფონების გაყიდვების 50%-იანი ზრდა. კორეულმა ტექნიკური გიგანტის მესამე კვარტლის წმინდა მოგებამ, 8.3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 49 პროცენტით მეტია გასული წლის იმავე პერიოდის მონაცემთან შედარებით. Samsung-ის გაყიდვებმა ცალსახად მოიმატა აშშ-ს სახელმწიფოს მიერ Huawei-ს მიმართ გამოყენებული სანქციების შემდეგ. Samsung-მა დაიპყრო Huawei-ის ბაზარი, რამაც განაპირობა გაყიდვების რეკორდული ზრდა.
2020 წლის აგვისტოში, აშშ-ს სავაჭრო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ სანქციებს დაუწესებს ნებისმიერ უცხოურ კომპანიას, რომელიც Huawei-ს ჩიპს მიყიდის ლიცენზიის გარეშე. ტრამპის ადმინისტრაციამ ჩინური წარმოების კომპანიები ამოიღო მიზანში, მათ შორის Huawei, WeChat და TikTok.
აღსანიშნავია, რომ სამსუნგ ელექტრონიქსში ასევე რეკორდულად გაიზარდა ტელევიზორებისა და სხვა ტექნიკების გაყიდვების რიცხვი ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში.