Snapchat თავის მომხმარებელს 1 მილიონ დოლარს სთავაზობს TikTok-ის ვირუსულ ვიდეოებზე კონკურენციის გაწევის მიზნით.
Snapchat-ის ახალი Spotlight ფუნქცია გამოიყენებს ალგორითმს, რომ რეკომენდაცია გაუწიოს “ყველაზე მიმზიდველ” პოსტებს, რაც მომხმარებელს აინტერესებს. Snapchat-ის განცხადებით, ეს ფუნქცია მოიცავს როგორც “დახურული ანგარიშების” მქონე ადამიანებს და ასევე მის უდიდეს ვარსკვლავებს. დღეში 1 მილიონი დოლარის გადახდა გაგრძელდება მინიმუმ წლის ბოლომდე, ნათქვამია განცხადებაში. კომპანიის თქმით წარმატების შემთხვევაში, ეს შეიძლება გაგრძელდეს 2021 წლამდეც. Snapchat-ს ჯერ არ უთქვამს რამდენ ადამიანზე გაიყოფა დღეში 1 მილიონი დოლარი, ან რა შეიძლება იყოს მაქსიმალური ინდივიდუალური შემოსავალი.
მომხმარებლები უნდა იყვნენ 16+ ასაკის და დაიცვან საყოველთაო წესები საავტორო უფლებების, სპონსორობისა და ნარკოტიკების და ალკოჰოლის შესახებ კანონების, სხვა საკითხებთან ერთად. Snapchat-ის განცადებით, თაღლითობის პრევენციისთვის, მაქსიმალურად გაკონტროლდება ალგორითმი, რათა არ მოხდეს ხელოვნურად მისი შეცვლა და ამის ფონზე კონკრეტულ ვიდეოებზე ნახვების ზრდა.
წყარო: BBC