Reuters-ის ინფორმაციით, Apple 15 სექტემბერს სპეციალურ ღონისძიებას გეგმავს, თუმცა რა მიზნით ეს ჯერ-ჯერობით უცნობია. ერთ-ერთი ვარადაუდით, კომპანია ამ ღონისძიებაზე ახალ პროდუქტს წარადგენს,
ივარაუდება, რომ კომპანია Apple Watch-ისა და iPad-ის განახლებულ ვერსიებს წარადგენს. 15 სექტემბერს ღონისძიების ლაივსტრიმი გაიმართება Apple-ის კამპუსიდან, კალიფორნიიდან. ამის შესახებ კომპანიამ თავად განაცხადა, თუმცა სხვა დეტალები არ გაუმჟღავნებია.
Apple, რომელიც ცნობილია მის კამპუსში ასობით ჟურნალისტის ყრილობით, იძულებული ხდება წელს ღონისძიება ჩაატაროს ვირტუალურად მსოფლიოში გავრცელებული Covid 19-ის გამო.
ანალიტიკოსების ვარაუდით, Apple მოგვიანებით აპირებს ცალკე ღონისძიების დაგეგმვას iPhone-ის ახალი ვერსიების დასაანონსებლად და მათ გამოსაშვებად.