Facebook-მა დღეს Messenger Rooms დააანონსა, რომელიც 50-მდე ადამიანს მისცემს საშუალებას ვიდეო ჩეთით დაუკავშირდნენ ერთმანეთს.
აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა დღეს პირდაპირ ეთერში გამოაცხადა ახალი Messenger Rooms-ის მახასიათებლები. ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ “ვიდეო ჩეთი არ არის ახალი სფერო მათთვის, თუმცა ეს არის სფერო, რომლის გაღრმავებასაც ჩვენ მუდმივად ვცდილობთ”.
ეს ნაბიჯები გადაიდგა მას შემდეგ, რაც გლობალურმა პანდემიამ აიძულა ასობით მილიონი ადამიანი იცხოვროს შენობაში და დაეყრდნოს ციფრულ ხელსაწყოებს თითქმის ყველა საკითხში, როგორებიცაა: სამსახური, სკოლა და ა.შ. დღეის მონაცემებით ყოველდღიურად Facebook Messenger-სა და Instagram-ში 700 მილიონ ადამიანზე მეტი რეკავს. დაწვრილებით „Messenger Rooms ანუ Facebook-ის პასუხი Zoom-ს“
ავტორი: Tombstone
Apple-მა მეორე თაობის iPhone SE-ს გამოსვლის შესახებ განაცხადა
გამოქვეყნებულია:15 აპრილს Apple-მა მეორე თაობის iPhone SE-ს გამოსვლის შესახებ განაცხადა.
ახალი iPhone SE-ს აქვს, 4,7 დიუმიანი Retina HD ეკრანი, ე.წ. Touch ID-ით. ახალ სმარტფონს აქვს კომპაქტური დიზაინი და აღსანიშნავია, რომ ის იქნება ფინანსურად ყველაზე ხელმისაწვდომი iPhone. ახალი iPhone SE იკვებება Apple– ის მიერ შექმნილი A13 Bionic-ით , სმარტფონში ჩამონტაჟებულია ყველაზე სწრაფი ჩიპი, რომ შეასრულოს ყველაზე მოთხოვნადი დავალებები.
ახალ iPhone SE-ს, ასევე აქვს საუკეთესო ფოტოკამერა პორტრეტის რეჟიმით. კამერის დიზაინი სპეციალურად არის შექმნილი, რათა გაუძლოს წყალსა და მტვერს. დაწვრილებით „Apple-მა მეორე თაობის iPhone SE-ს გამოსვლის შესახებ განაცხადა“
არის თუ არა საშიში 5G?!
გამოქვეყნებულია:შვეიცარიის მთავრობა საკუთარი მოქალაქეების დასამშვიდებლად, რომლებსაც კავშირგაბმულობის ახალი სტანდარტის 5G-ის მობილური ანტენების გამოსხივების ეშინიათ, მონიტორინგის სისტემას აამოქმედებს.
შვეიცარია მესამე ქვეყანა გახდა აშშ-სა და სამხრეთ კორეის შემდეგ, რომელმაც თავის მოქალაქეებს 5G მობილური კავშირის მომსახურება შესთავაზა, მაგრამ ხელისუფლების ცნობით, მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს აქვს ახალი 5G-თვის განკუთვნილი ანტენების შიში. ამ მოსახლეობის ნაწილის აზრით, შესაძლოა ანტენები ძალიან დიდი რაოდენობით რადიაციას გამოსცემდეს. დაწვრილებით „არის თუ არა საშიში 5G?!“
Apple და Google COVID-19-თან საბრძოლველად საერთო სისტემას ქმნიან
გამოქვეყნებულია:მთელ მსოფლიოში, მთავრობები და ჯანდაცვის ორგანოები ერთად მუშაობენ, რომ გამოძებნონ COVID-19-ის პანდემიის გამოსავალი, დაიცვან ხალხი და დაუბრუნონ საზოგადოება ძველ რითმს. პროგრამული დეველოპერები ამ პროცესს ხელს უწყობენ სხვადასხვა პროგრამების შექმნითა და შემუშავებით, რათა თავიანთი წვლილი შეიტანონ ვირუსის დამარცხებასა და ადამიანთა სიცოცხლეების გადარჩენაში. სწორედ ამ იდეით Apple-მა და Google-მა დააანონსეს, რომ ერთობლივი ძალებით ქმნიან სისტემას Bluetooth-ის გამოყენებით, რომელიც დაეხმარება მთავრობებსა და ჯანდაცვის ორგანოებს ვირუსის გავრცელების მონიტორინგში, მომხმარებლის უსაფრთოებისა და კონფიდენციალურობის დაცვით. დაწვრილებით „Apple და Google COVID-19-თან საბრძოლველად საერთო სისტემას ქმნიან“
TikTok-ის დროა
გამოქვეყნებულია:TikTok-ის დროა. თინეიჯერების ფავორიტ აპლიკაციას ახლა სულ უფრო ხშირად იყენებენ მოზრდილები, რომლებიც კორონავირუსის კარანტინის დროს, დროის გაყვანის საშუალებას ეძებენ. ანალიტიკოსების აზრით, TikTok-ს აპრილის ბოლოს მილიარდი მომხმარებელი ეყოლება.
მომხმარებლები ამ აპლიკაციაში აქვეყნებენ მოკლე ვიდეოებს – არა უმეტეს 60 წამისა. დაწვრილებით „TikTok-ის დროა“
საქართველოში Covid 19-ის საკონტროლო აპლიკაცია უკვე იტესტება
გამოქვეყნებულია:ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თქმით, საქართველოში COVID-19-ის კონტროლისთვის სპეციალური აპლიკაცია ამჟამად სატესტო რეჟიმშია . მისი თქმით, მიმდინარეობს აპლიკაციის რეალობაში მოყვანა, მისი გამართულობისა და ეფექტურობის დატესტვა და მორგება ქართულ სეგმენტზე. მინისტრის თქმით, უახლოეს მომავალში იგეგმება მოსახლეობის ინფორმირება აღნიშნულ აპლიკაციასთან დაკავშირებით და ყველა დეტალი მალე გახდება ცნობილი. დაწვრილებით „საქართველოში Covid 19-ის საკონტროლო აპლიკაცია უკვე იტესტება“
ახალი “streaming” პროგრამის მეშვეობით, აპლიკაციებმა ტელეფონებში შესაძლოა ნაკლები ადგილი დაიკავონ
გამოქვეყნებულია:მკვლევარებმა მიაგნეს გზას მათთვის, ვინც შლის აპლიკაციებს, როცა მათი მობილურის მეხსიერება სავსეა.
ახალი “streaming ” პროგრამა, საჭიროების შემთხვევაში, აძლევს აპლიკაციებს საშუალებას გამოიყენოს მობილურის მხოლოდ მისთვის საჭირო სივრცე ნებისმიერ დროს. დაწვრილებით „ახალი “streaming” პროგრამის მეშვეობით, აპლიკაციებმა ტელეფონებში შესაძლოა ნაკლები ადგილი დაიკავონ“
Apple 2020 წლიდან ქართულ App Store-ს აამოქმედებს
გამოქვეყნებულია:Apple-მა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ 2020 წელს App Store 20 ახალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ამოქმედდება. დაწვრილებით „Apple 2020 წლიდან ქართულ App Store-ს აამოქმედებს“
რას სთავაზობს სენდი თქვენს კომპანიას
-
სერვერი
ცენტრალიზებული სერვერი. გაძლიერებული უსაფრთხოება. წვდომა სამუშაო ფაილებზე საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან
-
ქსელის მონტაჟი
შიდა ქსელის დაგეგმვა, კაბელირება, მონტაჟი და უსაფრთხოება. Wi - Fi კავშირისა და საკომუნიკაციო კარადის მენეჯმენტი
-
VPN კავშირი
ფიქრობთ, როგორ დააკავშიროთ ორი სხვადასხვა ფილიალი ერთმანეთთან? ჩვენ ვიზრუნებთ, თქვენს კომფორტულ მუშაობაზე
-
IP ტელეფონია
გახადეთ უფრო კომფორტული ერთმანეთთან კავშირი. ეკონტაქტეთ ერთმანეთს დამატებითი გადასახადების გარეშე
-
კამერების მონტაჟი
იყავი მშვიდად. აკონტროლეთ თქვენი უსაფრთხოება ვიდეო მონიტორინგის კამერების დახმარებით,მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
-
სერვერის კოლოკაცია
იქირავეთ სერვერი ჩვენი დატა-ცენტრიდან ან განათავსეთ თქვენთან არსებული სერვერი ჩვენს დატა-ცენტრში.
-
მულტი სერვისი
სენდის IT+WEB პაკეტით, შეგიძლიათ მიიღოთ როგორც ყოველთვიური IT მომსახურება, ასევე თქვენი კომპანიის სავიზიტო ვებ-გვერდი
-
პერსონალური IT
თქვენს კომპანიას ეყოლება პერსონალური IT, რომელიც პასუხისმგებელი იქნება თქვენს შეუფერხებელ და უსაფრთხო მუშაობაზე