Facebook-სა და Instagram-ს ახალი ფუნქცია Shops ემატება. ამ გზით მილიონობით კომპანიას შეეძლება საკუთარი პროდუქციის ამ სოციალურ ქსელში განთავსება და რეალიზაცია.
უკვე მილიონობით კომპანიას ბრიტანეთში შეუძლია ყველანაირი მოსაკრებელის გადახდის გარეშე შექმნას საკუთარი ონლაინ მაღაზია შექმნას და გაყიდოს პროდუქტი.
Facebook Shops-ის გახსნის თარიღმა გადმოიწინა მსოფლიოში მიმდინარე კორონა ვირუსის პანდემიის გამო.
მაღაზიები გამოჩნდება ბიზნეს გვერდებზე, Instagram პროფილებში და მიზნობრივი რეკლამების საშუალებით. Facebook-ის წარმომადგენლის თქმით, ეს ნაბიჯი წვრილი და მსხვილი ბიზნესის “გადასარჩენად” გადაიდგა. Facebook-ის წარმომადგენლების განცხადებით, მათ უნიკალური შანსი აქვთ გადაარჩინონ მსოფლიოს მასშტაბით უამრავი კომპანია, შესაბამისად შეგნებულად დააჩქარეს Shops-ის ფუნქციის გააქტიურება.
Facebook Shops საშუალებას აძლევს ბიზნესებს უფასოდ და მარტივად შექმნან საკუთარი ონლაინ მაღაზია, შიგნით კი განათავსონ კატალოგები, პროდუქტები. ასევე შესაძლებელია ლოკაციის მითითება, სადაც პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი, ან პირდაპირ, Facebook-ზე გაყიდვა. ეს ფუნქცია გააქტიურებულია Instagram Business პროფილებზეც და სამომავლოდ WhatsApp-სა და Messenger-შიც დაემატება.
ახალი ფუნქცია კომპანიის წარმომადგენლებს მომხმარებლებისთვის ახალ გამოცდილებად მიაჩნიათ. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში, მომხარებელს საშუალება ექნება გამყიდველს პირდაპირ დაუკავშირდეს Messenger-ში, მოგვიანებით კი WhatsApp-სა და Instagram Direct-ში.