Facebook-მა აკრძალა ღონისძიებების ჩამონათვალი, რომლებიც ეწინააღმდეგება აშშ-ს მთავრობის სოციალური დისტანციის პოლიტიკას.
ორშაბათს, სოციალური მედიის გიგანტმა წაშალა ანტი-საკარანტინო საპროტესტო აქციების სია კალიფორნიაში, ნიუ ჯერსისა და ნებრასკაში.
აღნიშნულმა აღშფოთება გამოიწვია საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უფროსი ვაჟიშვილის ჩათვლით, რომელიც ფიქრობს, რომ ეს ნაბიჯი არღვევს თავისუფალი სიტყვის იდეას.
დაგეგმილი იყო საპროტესტო აქციები სახლში დარჩენის წინააღმდეგ მთელი აშშ-ს მასშტაბით.
Facebook-ის განცხადებით, კომპანიას მოლაპარაკებები აქვს ადგილობრივი მმართველობის ორგანოებთან და წაშლის იმ ღონისძიებებს, რომლებიც არღვევს სახელმწიფოს მითითებებსა და გაიდლაინებით დადგენილ წესებს.
Facebook-ის სპიკერმა CNN– ს განუცხადა, რომ კომპანია ესაუბრა ნიუ–იორკის, ოჰაიოს, პენსილვანიისა და ვისკონსინის სამთავრობო წარმომადგენლებს, რათა დაედგინა წაეშალა თუ არა ამ შტატებში დაგეგმილი ღონისძიებები.
რამდენიმე გამოჩენილმა რესპუბლიკელმა თქვა, რომ Facebook-ის ეს გადაწყვეტილება, თრგუნავს თავისუფალ სიტყვას.
Donald Trump Jr.-ის (აშშ-ს პრეზიდენტის უფროსი ვაჟის) თვითს (რომლითაც მან გააპროტესტა Facebook-ის ქმედება) გამოეხმაურა მისურის სენატორი, ჯოშ ჰოკლი, რომელმაც აღნიშნა: “თავისუფალი სიტყვა ახლა უკანონოა ამერიკაში”.
ფეისბუქი ცდილობს Covid-19–ის შესახებ მცდარი ინფორმაციის ამოღებას მისი პლატფორმებიდან. კომპანია ფლობს Facebook, Instagram და WhatsApp. ფირმის აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა პანდემიის დროს ხმამაღლა თქვა, რომ Facebook გააკეთებდა ყველაფერს, რაც შეეძლო თავისუფალი სიტყვისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დასაცავად.
წყარო: BBC