ილონ მასკი ახლა ტეკილას “სროლაც” დაიწყო. ასე იწყება CNN-ის სტატია Tesla-ს მიერ ტეკილას წარმოება-გაყიდვის შესახებ.
მასკის ელექტრო ავტომობილმა ტესლამ (TSLA) ხუთშაბათს, 5 ნოემბერს გამოუშვა საკუთარი ხაზი “Tesla Tequila”, რითიც შეასრულა აღმასრულებელი დირექტორის დაპირება დაეწყო საკუთარი ბრენდის ალკოჰოლის წარმოება. სასმელი, რომელიც ტესლას ვებგვერდზე $ 250 იყიდება, ელვის ფორმის ბოთლში მოდის და მზადდება სამხრეთ კალიფორნიაში ალკოჰოლური სასმელების ბრენდის Nosotros Tequila-ს მიერ. პროდუქტის მარაგი სწრაფად გაიყიდა ხუთშაბათს, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანზე გაყიდვის ლიმიტი მხოლოდ ორი ბოთლით შემოიფარგლებოდა და მხოლოდ აშშ–ს გარკვეულ შტატებში იყო ხელმისაწვდომი მომხმარებლისთვის. პროექტი წლების განმავლობაში მზადდებოდა. მასკმა ადრე ხუმრობით თქვა, რომ პროდუქტს “Teslaquila”-ს დაარქმევდა .
წელს ტესლას აქციები 420% -ით გაიზარდა. გასულ თვეში, ავტომწარმოებელმა ასევე განაცხადა დიდი მოგების შესახებ. ასევე კომპანიას ჰქონდა რეკორდული მოგება მესამე კვარტლისთვის და აპირებს შეინარჩუნოს თავისი მიზანი, რომ გაყიდოს 500,000 მანქანა.