პრეზიდენტ დონალდ ტრამმპის განცხადებით, TikTok-ის ჩინელ მფლობელს 15 სექტემბრამდე აქვს ვადა (არც ერთი დღით მეტი) მოძებნოს ამერიკელი მყიდველი აპლიკაციის ამერიკულ ბაზარზე შენარჩუნებისთვის.
პრეზიდენტმა აპლიკაციის ჩინელ მფლობელს ByteDance-ს 45 დღე მისცა აპლიკაციის გასაყიდად. TikTok-მა არ ისურვა ტრამპის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება. ტრამპის წინადადებით, თუ ByteDance არ გაყიდის აპლიკაციას ვადის ამოწურვის შემდეგ, ამერიკულ კომპანიებს აეკრძალებათ მათთან ნებისმიერი ბიზნეს ურთიერთობა.
“ჩვენ ვნახავთ რა მოხდება. ის ან დაიხურება ან გაიყიდება” – თქვა პრეზიდენტმა ხუთშაბათს, როდესაც განმარტა, რომ ვადა აღარ გადაიდება. ტრამპის თქმით, TikTok და სხვა ჩინური აპლიკაციები, რომლებიც ამერიკელი მოქალაქეების შესახებ მონაცემებს აგროვებს, ეროვნულ საფრთხეს წარმოადგენს შეერთებული შტატებისთვის. როგორც ცნობილია TikTok-ის ყიდვის სურვილი გამოთქვეს ისეთმა კომპანიებმა როგორებიცაა Microsoft და შეერთებული შტატების საცალო გაყიდვების გიგანტმა- Walmart-მა. თავად TikTok ბრალდებებს არ აღიარებს.