TikTok-ის მთავარი კონკურენტი ბაზარზე გამოჩნდა. ეს Facebook-ის მიერ შექმნილი Instagram Reels-ია. ის აშშ-ში უკვე ხელმისაწვდომია. Reels საშუალებას აძლევს მომხმარებლებს ჩაწერონ და შეცვალონ მოკლემეტრაჟიანი ვიდეო აუდიო და მუსიკალური ჩანაწერები – ისევე, როგორც ამას აკეთებენ TikTok-ის პლატფორმაზე.
თავდაპირველად Reels დაიტესტა ბრაზილიაში, საბოლოოდ ჩაშვებამდე კი გერმანიაში, საფრანგეთსა და ინდოეთში.
დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, შესაძლოა TikTok აიკრძალოს აშშ-ის მასშტაბით, შესაბამისად აშშ-ში ამ აპლიკაციის მომავალი სათუოა.
მიუხედავად იმისა, რომ აკრძალვის მიზეზი და რეალურობა არ არის გასაგები, TikTok– ის ამერიკელი მომხმარებლები უკვე პანიკაში არიან და ეძებენ ალტერნატიულ პლატფორმის მოსამზადებლად. ByteDance-ს (TikTok-ის მფლობელი კომპანია) ამერიკაში დარჩენის და ფუნქციონირების მიზნით სურდა გაეყიდა მისი ამერიკული ოპერაციები ადგილობრივ(ამერიკულ) კომპანიაზე, ხოლო ამ ეტაპზე Microsoft მოგვევლინა პოტენციურ მყიდველად.
Reels-ის შესაქმნელად, Instagram Camera-ს გახსნის შემდეგ გაჩენილი ღილაკებიდან, Story-ს გვერდით, Reels-ს უნდა დააწვეთ. ამის შემდეგ, მარცხენა მხარეს სხვადასხვა რედაქტირების ინსტრუმენტი გაჩნდება თქვენს ეკრანზე, მათ შორის კი იპოვით ფილტრებს, ვიდეოს აჩქარების/შენელების ფუნქციასა და სხვა, ვიდეოს შესაქმნელად საჭირო ინსტრუმენტს. Instagram Reels-ებს შეგიძლიათ გაუკეთოთ აღწერები, მონიშნოთ მეგობრები, დაურთოთ ჰეშთეგები და ა.შ. . ასევე, თუ Reels-ის გამოქვეყნებას Story-ში გადაწყვეტთ, ის 24 საათში გაქრება, სხვა შემთხვევაში კი, თუ მას Instagram-ზე დაპოსტავთ, თქვენი Reels ვიდეოები პროფილში გაჩენილ ახალ განყოფილებაში მოიყრის თავს. სხვა მომხმარებლების Instagram Reels-ები Explore ფუნქციითაც არის შესაძლებელი.