Twitter იუწყება, რომ წინა კვირაში განხორციელებული ჰაკერული თავდასხმის დროს, ჰაკერებმა 36 ანგარიშის პირადი მიმოწერები ნახეს.
Twitter არ ასახელებს ამ 36 ანგარიშის მფლობელების ვინაობას, თუმცა მათი ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ნიდერლანდების თანამდენობის პირს ეკუთვნოდა. მიუხედავად იმისა, რომ ტვიტერმა არ დაასახელა ნიდერლანდების ოფიციალური წარმომადგენლის ვინაობა, ადგილობრივ ცნობებში მითითებულია, რომ სავარაუდოდ, ეს არის მემარჯვენე პოლიტიკოსი გეერტ უაილდსი. გასულ კვირას, მისი პროფილის სურათი შეიცვალა შავი კაცის მულტფილმის სურათით, ხოლო მისი ანგარიშის ფონური სურათი შეიცვალა მაროკოს დროშით.
16 ივლისს, რამდენიმე ცნობილი პირის ექაუნთზე გამოჩნდა ე.წ. “გამდიდრების სწრაფი სქემა” (get rich quick scheme)
ეს ცნობადი პირები იყვნენ:
ამაზონის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი
ელონ მასკი
რეპერი კანი ვესტი
სატელევიზიო ვარსკვლავი კიმ კარდაშიან-ვესტ
აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა
პრეზიდენტობის დემოკრატიული კანდიდატი ჯო ბაიდენი
ითვლება, რომ დაზარალებულებმა დაახლოებით 120,000 აშშ დოლარის (93,600 £) ღირებულების ბიტკოინი გაუგზავნეს “დამნაშავეებს” და თანხა უფრო მეტი იქნებოდა, კრიპტოვალუტის გაცვლით ბანკს რომ არ გადაკეტა წვდომა.