სასამართლომ დაბლოკა ტრამპის მცდელობები აკრძალოს ჩინური აპლიკაცია WeChat, რომელიც ამერიკელი ჩინელების ერთ-ერთი უმსხვილესი საკომუნიკაციო სივრცეა.
აშშ-ის მაგისტრატმა მოსამართლემ ლორელ ბირელმა განაცხადა რომ აღნიშნული ქმედებით კითხვის ნიშნის ქვშ დგება კონსტიტუციით გათვალისწინებული სიტყვის თავისუფლების იდეა.
ტრამპის ადმინისტრაციის მტკიცებით, WeChat ისევე როგორც TikTok ეროვნულ საფრთხეს წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ისინი განმარტავენ, რომ აპლიკაციის მეშვეობით ჩინეთის მთავრობას მიეწოდება ინფორმაცია აპლიკაციის მომხარებლებზე და მათ ამგვარად წვდომა აქვთ ამერიკელი ხალხის მონაცემებზე.
აღნიშნული პრეტენზია და ბრალდება WeChat-მა და ჩინეთის მთავრობამ კატეგორიულად უარყვეს.
საქმე სასამართლომდე მაშინ მივიდა, როცა აპლიკაციის ამერიკელმა მოხმარებლებმა გააპროტესტეს ტრამპის ბრძანება WeChat-ის დაბლოკვასთან დაკავშირებით ქვეყნის მასშტაბით. ზემოაღნიშნული მოსამართლის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთთან დაკავშირებული ეროვნული უსაფრთხოების საფრთხის შესახებ ზოგადი მტკიცებულებები საკმაოდ მნიშვნელოვანია, აღნიშნული ბრალდებები აპლიკაცია WeChat-ის მისამართით საკმაოდ დაუსაბუთებელი და მოკრძალებულია.
განცხადებაში აშშ0ის სავაჭრო დეპარტამენტის მდივანმა ვილბურ როსმა განაცხადა, რომ აპლიკაციის დაბლოკვის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს “ჩინეთის ამერიკის მოქალაქეთა პირადი მონაცემების მავნე შეგროვების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით”.