WhatsApp-ის მილიონობით მომხმარებელს ინდოეთში, საბოლოოდ შეუძლია აპლიკაციის საშუალებით ერთმანეთს ფული გაუგზავნონ.
Facebook-მა ოფიციალურად Live-ის მეშვეობით გამოაცხადა, რომ წლების განმავლობაში მარეგულირებელი დაბრკოლებები ხელს უშლიდა მას ინდოეთში მომსახურების ფართო გავრცელებაში და საბოლოოდ მიზანს მიაღწია. ინდოეთის ეროვნულმა საგადასახადო კორპორაციამ და ინდოეთის სარეზერვო ბანკთან დაკავშირებულმა ორგანიზაციამ, ხუთშაბათის განცხადებით დაადასტურა, რომ მათ მისცეს უფლება WhatsApp- ს, რომ უფრო მეტი ადამიანს ესარგებლა ზემოაღნიშნული სერვისით, დაწყებული მომხმარებლის ბაზის 20 მილიონამდე ანგარიშით. ქვეყანა WhatsApp–ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარია, 400 მილიონი მომხმარებლით. ”დღეს მე აღფრთოვანებული ვარ, რომ WhatsApp-ის მეშვეობით თანხის გადარიცხვის შესაძლებლობა დამტკიცდა”, – აღნიშნა გენერალურმა დირექტორმა მარკ ცუკერბერგმა ვიდეო განცხადებაში. ახლა თქვენ შეგიძლიათ WhatsApp- ის საშუალებით გაუგზავნოთ ფული თქვენს მეგობრებსა და ოჯახისწევრებს ისე მარტივად, როგორც შეტყობინებას უგზავნით.”ფუნქცია უკვე ხელმისაწვდომია აპლიკაციის უახლეს ვერსიაზე 10 ინდურ ენაზე. Facebook- მა აღნიშნა, რომ ყველას, ვისაც სურს ისარგებლოს ამ სერვისით, უნდა ჰქონდეს საბანკო ანგარიში და სადებეტო ბარათი, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს გარიგებები მოახდინოს ინდოეთში სხვადასხვა აპლიკაციებით.