Xiaomi ოფიციალურად შემოვიდა საქართველოში და მისი პირველი მაღაზია პეკინის 14 ნომერში გაიხსნა.
გარდა სმარტფონებისა, მაღაზიაში წარმოდგენილია ისეთი პროდუქტები როგორიცაა სკუტერი, ასევე ჭკვიანი საოჯახო, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, როგორებიცაა: 4K ტელევიზორი, ძიძა კამერა, ჭკვიანი ჩაიდანი, ჭკვიანი რობოტი და სხვ.
კომპანიის ქართული წარმომადგენლობის მიერ განიმარტა, რომ მაღაზია დაპროექტებულია Xiaomi-ს ჩინეთის ოფისის მიერ. კომპანიის მაღაზია უშუალოდ მათი გაიდლაინებით, დიზაინითა და მეთვალყურეობით რეკომენდაციებითაა გაკეთებული. Xiaomi-ს მაღაზიის პეკინის ფილიალში მოხმარებელს შეეძლება ოფიციალური პროდუქცია შეიძინოს 1 წლიანი შეცვლის გარანტიით.
გახსნის დღეს დილიდან არ წყდებოდა მომხმარებელთა ნაკადი. როგორც ირკვევა Xiaomi მოხმარებელს მთელი კვირის განმავლობაში სპეციალურ შემოთავაზებებს ჰპირდება.