კორონავირუსზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, Facebook-მა ბოლო 3 თვეში 7 მილიონი პოსტი წაშალა

როიტერსის ინფორმაციით, კორონავირუსზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, Facebook-მა ბოლო 3 თვეში 7 მილიონი პოსტი წაშალა.

სოციალურმა ქსელმა, რომელსაც, ბოლო დროს მწვავედ აკრიტიკებენ დეზინფორმაციის შემცველი პოსტების გავრცელებაზე რეაგირების ნაკლებობის გამო, მომხმარებლებს აუკრძალა ისეთი ინფორმაციის მათ პლატფორმაზე გავრცელება, როგორიცაა, მაგალითად, „სოციალური დისტანცია არ მუშაობს“.6 აგვისტოს, კორონავირუსის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელების გამო, Facebook-მა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოსტიც წაშალა. წაშლილი პოსტი ტრამპის ინტერვიუს ბმულს შეიცავდა, სადაც პრეზიდენტი აცხადებდა, რომ რომ აშშ-ში სკოლების გახსნისა და გაკვეთილების კლასებში ჩატარების მომხრეა, რადგან მისი აზრით, ბავშვებს კორონავირუსისგან „თითქმის სრული იმუნიტეტი აქვთ“. ეს კი, არც ერთი კვლევით არ დასტურდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ მიიჩნია. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

რას სთავაზობს სენდი თქვენს კომპანიას

  • სერვერი

    ცენტრალიზებული სერვერი. გაძლიერებული უსაფრთხოება. წვდომა სამუშაო ფაილებზე საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან

  • ქსელის მონტაჟი

    შიდა ქსელის დაგეგმვა, კაბელირება, მონტაჟი და უსაფრთხოება. Wi - Fi კავშირისა და საკომუნიკაციო კარადის მენეჯმენტი

  • VPN კავშირი

    ფიქრობთ, როგორ დააკავშიროთ ორი სხვადასხვა ფილიალი ერთმანეთთან? ჩვენ ვიზრუნებთ, თქვენს კომფორტულ მუშაობაზე

  • IP ტელეფონია

    გახადეთ უფრო კომფორტული ერთმანეთთან კავშირი. ეკონტაქტეთ ერთმანეთს დამატებითი გადასახადების გარეშე

  • კამერების მონტაჟი

    იყავი მშვიდად. აკონტროლეთ თქვენი უსაფრთხოება ვიდეო მონიტორინგის კამერების დახმარებით,მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.

  • სერვერის კოლოკაცია

    იქირავეთ სერვერი ჩვენი დატა-ცენტრიდან ან განათავსეთ თქვენთან არსებული სერვერი ჩვენს დატა-ცენტრში.

  • მულტი სერვისი

    სენდის IT+WEB პაკეტით, შეგიძლიათ მიიღოთ როგორც ყოველთვიური IT მომსახურება, ასევე თქვენი კომპანიის სავიზიტო ვებ-გვერდი

  • პერსონალური IT

    თქვენს კომპანიას ეყოლება პერსონალური IT, რომელიც პასუხისმგებელი იქნება თქვენს შეუფერხებელ და უსაფრთხო მუშაობაზე

Developed by Sandy IT tech 2.0All Rights Reserved