„მედია პალიტრის“ ჰოლდინგში შემავალ სხვადასხვა გამოცემაში, გაზეთ „ბანკები და ფინანსებზე“ დაყრდნობით, პერიოდულად ქვეყნდება პუბლიკაციები საქართველოში მობილური ხმოვანი და ფართოზოლოვანი მომსახურებების ტარიფების სიძვირესთან დაკავშირებით, რაც არ შეესაბამება რეალობას. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფიციალური მონაცემების თანახმად, ასევე საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) ყოველწლიური ანგარიშის შესაბამისად, საქართველოში ფიჭური კავშირგაბმულობის მომსახურებები რეგიონის, ევროპის, ასევე ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე იაფია.
საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო გაერთიანების (ITU) ყოველწლიურ ანგარიშზე დაყრდნობით მომზადებული დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე, მისამართზე: http://www.gncc.ge/uploads/other/2/2035.pdf
წყარო: http://zeti.ge