ჩინეთმა ორბიტაზე მსოფლიოში პირველი სატესტო 6G თანამგზავრი გაგზავნა, ამის შესახებ BBC წერს.
მსოფლის პირველი 6G თანამგზავრი ორბიტაზე 12 სხვა სატელიტთან ერთად გაეშვა შანქსის პროვინციაში არსებული ტაივანის კოსმოდრომიდან. მაღალი სიჩქარის ტექნოლოგია, წარმატებით გამოცდის შემთხვევაში, მეექვსე თაობის საკომუნიკაციო სისტემის ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი იქნება და მისი სიჩქარე 5G ტექნოლოგიას ბევრად გადააჭარბებს.
სატელიტი ასევე აერთიანებს ტექნოლოგიას, რომლის გამოყენებასაც ტყის ხანძრების პრევენციისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან დაკავშირებული რისკების მონიტორინგისთვის გამოიყენებენ.