ვეთანხმები ვებ-გვერდის წესებსა და პირობებს

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი

შენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენ მოვიპოვებთ შენ მიერ წინამდებარე ვებ.გვერდის გამოყენებისას, და აქ არსებული ფორმების შევსებისას ხოლო, შემდგომში ვიყენებთ სხვადასხვა ქვემოთ ჩამოთვლილი მიზნით. ჩვენ მიერ ინფორმაციის დამუშავება არ არის მიმართული შენი ინტერესების შელახვისაკენ.ჩვენ შენ პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ, ვამუშავებთ და ვავრცელებთ იმისთვის, რომ საიტზე ყოფნისას შემოგთავაზოთ პერსონალური, შენ ინერესებზე მორგებული გამოცდილება და შემდგომ მოგაწოდოთ ის კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც შენ ინტერესებს შეესაბამება. ჩვენს საიტზე შენი მოქმედებების გაანალიზების მიზანია ვებ-გვერდის მუდმივი განახლება იმისთვის, რომ მომხმარებლებისთვის ნავიგაცია და სასურველი ინფორმაციის პოვნა მარტივი იყოს. ასევე შენთვის საინტერესო პროდუქტებისა და მომსახურების იდენტიფიცირება და მათზე მეტი ინფორმაციის მოწოდება.

როგორ მოვიპოვებთ პერსონალურ ინფორმაციას

შენ შესახებ პერსონალური ინფორმაციის მოპოვება შეგვიძლია შენ მიერ ჩვენთვის მოწოდებული და ქვემოთ ჩამოთვლილი წყაროებიდან:

როცა ადასტურებ წინამდებარე კონფიდენციალობის პოლიტიკას და ეთანხმებით ვებ-გვერდის გამოყენების პირობებს
როცა ავსებ ვებ-გვერდზე არსებულ ფორმას შენთვის სასურველი ინფორმაციის/მასალის სანახავად/დაკავშირების მიზნით/ღონისძიებაზე დასარეგისტრირებლად.
როცა მოგვმართავ ჩვენი პროდუქტებისა თუ მომსახურების მისაღებად
როცა წინამდებარე ვებ-გვერდს იყენებ შენს საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ტექნიკური მოწყობილობებიდან (მობილური, პლანშეტი და სხვადასხვა კომპიუტერული მოწყობილობები)
როცა ჩვენთან ახორციელებ კომუნიკაციას როგორც მატერიალური, ისე სატელეფონი ან/და ელექტრონული ფორმით
COOKIES

ჩვენ ვიყენებთ Cookies-ს რათა შევძლოთ მუდმივად გავაუმჯობესოთ ვებგვერდის ხარისხი და დავამყაროთ ეფექტური კომუნიკაცია. ჩვენ ვაკვირდებით ვებ-გვერდზე ჩვენი მომხმარებლის ქცევას, რათა დავრწმუნდეთ, რომ ვთავაზობთ საუკეთესო გამოცდილებას.

ჩვენს ვებ-გვერდზე ვაგროვებთ ინფორმაციას cookies-ების, მომხმარებლების ვებ-გვერდზე ნავიგაციისა და ქცევის შესახებ, კერძოდ:

IP მისამართი, მოწყობილობის ტიპი, საოპერაციო სისტემა და ბრაუზერი საიდანაც ხდება ვებ-გვერდზე შემოსვლა
ჩვენი ვებ-გვერდის ფარგლებში გახსნილი გვერდები, სესიის ხანგრძლივობა და მისი სხვადასხვა პარამეტრები
ინფორმაცია იმ ქმედებების შესახებ, რომელიც ჩვენს ვებ-გვერდზე განხორციელდა: ფორმების შევსება, ვებ-გვერდის ინტერაქციული ელემენტების გამოყენება და სხვ.
ვებ-გვერდზე სხვადასხვა ველების შევსების პროცესი, დრო და ფორმა
cookies ფაილებს ვიყენებთ იმის დასადგენად თუ როგორ ხვდებიან მომხმარებლები ჩვენს ვებ-გვერდზე და Google Analytics-ის, Facebook Pixel-ისა და Hotjar-ის, რეპორტების საწარმოებლად. ვებ-გვერდზე შემოსვლიდან 180 კალენდარული დღის შემდეგ შენი ფაილები ავტომატურად იშლება Facebook Pixel-ის ბაზებიდან და 2 წლის შემდეგ Google Analytics-ის ბაზებიდან. ხოლო ვებ-გვერდზე ყოველი ხელახალი შემოსვლისას განახლდება და ვადის ათვლა იწყება თავიდან.

ჩვენ არ ვიყენებთ cookie ფაილებს და მომხმარებლის ქცევაზე დაკვირვების შედეგად მიღებულ მონაცემებს პირადი ინფორმაციის შეგროვების მიზნით. თუ გსურს შეზღუდო cookie ფაილები ან დაბლოკო ისინი ჩვენს ვებ-გვერდზე, რათა არ გამოიყენებოდეს Google Analytics-ის, Facebook Pixel-ისა და Hotjar-ის, Microsoft Dynamics, Hubspot, Landbot-ის რეპორტების საწარმოებლად, ამის განხორციელება შეგიძლია შენი ბრაუზერის პარამეტრების შეცვლით. ამასთან, გთხოვ გაითვალისწინო რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებულმა ზოგიერთმა სერვისმა შესაძლოა არ იფუნქციონიროს თუ დაბლოკავ ან წაშლი cookie-ის ფაილებს.

რა სახის პერსონალურ მონაცემებს მოვიპოვებთ

ამ ვებ-გვერდზე შემოსვლისას და შემდგომ თქვენი სასურველი ფორმის შევსებისას ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა სახის პერსონალურ ინფორმაციას, როგორიცაა:

საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, სამუშაო ადგილის შესახებ ინფორმაცია)
ლოკაციური ინფორმაცია (მონაცემები მომხმარებლის ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ მოვიპოვებთ ტელეფონის, კომპიუტერის ან იმ მოწყობილობის საშუალებით, რომლის მეშვეობითაც შემოდის ჩვენს საიტზე და სარგებლობს სხვადასხვა მომსახურებით)
ქცევითი ინფორმაცია (დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იყენებს ჩვენს პროდუქტსა და მომსახურებას)
ტექნიკური ინფორმაცია (ინფორმაცია მის მიერ გამოყენებული მოწყობილობებისა და ტექნოლოგიის შესახებ)
როგორ ვიყენებთ პერსონალურ მონაცემებს

ვებ-გვერდის სტატისტიკის საწარმოებლად პროცესების, ველების და ვებ-გვერდის დიზაინის ოპტიმიზაციის მიზნით.
ვებ-გვერდის მომხმარებლების დაცვისა და თაღლითური ქმედებების პრევენციის მიზნით.
ვებ-გვერდზე მომხმარებელთა ნაკადის კონტროლისა და მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის შესაფასებლად.
მოპოვებული ინფორმაცია საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ ვებ-გვერდის და მისი კომპონენტების ადაპტირება მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით.ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ შენი პირადი მონაცემები შენთვის კონკრეტული პროდუქტების და შეთავაზებების გასაცნობად. ჩვენ წვდომა გვაქვს შენს პირად მონაცემებზე იმ ფარგლებში, რასაც თავად გვიზიარებ, ან ჩვენ ვაგროვებთ შენთვის მომსახურების გაწევის პროცესში ჩვენს ხელთ არსებული საშუალებებით. ჩვენ შევისწავლით შენს მონაცემებს, რათა გავიგოთ, რა გჭირდება, რა გაინტერესებს, ან რა სურვილები შეიძლება გქონდეს. ასე ვწყვეტთ, რომელი პროდუქტი, მომსახურება თუ შეთავაზება შეიძლება იყოს შენთვის შესაფერისი.

ჩვენ გვაქვს უფლება, მოვითხოვოთ და მივიღოთ ინფორმაცია მესამე პირისგანაც, მაგალითად, ჩვენი ჯგუფის წევრი კომპანიებისგან მათ ელექტრონულ ბაზაში დაცული როგორც პოზიტიური ისე ნეგატიური ინფორმაცია, ასევე სხვა სახელმწიფო თუ კერძო სტრუქტურებიდან. აღნიშნული ხორციელდება პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, შენი წინასწარი თანხმობის საფუძველზე.

შენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება დაგვჭირდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში ან სხვა ორგანიზაციებთანაც, რომლებმაც შენ მიერ შერჩეული პროდუქტი თუ მომსახურება უნდა მოგაწოდონ. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვალდებული ვართ დავიცვათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობა და ასევე მოვთხოვოთ მისი დაცვა მესამე პირებს.

პერსონალური მონაცემების შენახვის ვადა

შენს პირად მონაცემებს როგორიცაა Cookie ფაილები ვინახავთ წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული წესით და ვადით. რაც შეეხება ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციას, აღნიშნული მონაცემები ინახება ჩვენს ბაზაში რეგისტრაციის გაუქმებამდე და რეგისტრაციის გაუქმებიდან 5 წლის განმავლობაში.

კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების დადასტურების მიზნით

შენ წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით
საჩივრების არსებობის შემთხვევაში ჩვენი უფლებების დაცვის მიზნით
თუ ფიქრობ, რომ ჩვენთან შენახული რომელიმე შენი მონაცემი არასწორი ან არასრულია, დაგვიკავშირდი და ჩვენ მივიღებთ ყველა ზომას, რათა გამოვასწოროთ აღნიშნული ხარვეზი.

შენი თანხმობა და უფლებები

საიტზე შემოსვლითა და მისი გამოყენებით, შენ ეთანხმები ჩვენ მიერ შენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას, შენახვას, მის გამოყენებას ზემოთ ჩამოთვლილი მიზნით და საჭიროების შემთხვევაში მესამე პირზე გადაცემას წინამდებარე პოლიტიკის პირობების შესაბამისად.შენ და შენს პერსონალურ მონაცემებს იცავს საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. კანონმდებლობის თანახმად, შენ უფლება გაქვს, მოგვთხოვო ინფორმაცია შენი მონაცემების დამუშავების თაობაზე. უფლება გაქვს მიიღო შემდეგი ინფორმაცია:

რომელი მონაცემები მუშავდება შენ შესახებ
მონაცემთა დამუშავების მიზანი
მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველი
რა გზით შეგროვდა შენი მონაცემები
ვის გადაეცა შენი მონაცემები
მონაცემთა გაცემის საფუძველი და მიზანი
შეგიძლია მოითხოვოთ ჩვენ მიერ დამუშავებული ინფორმაციის ასლი
გარდა ყოველივე ზემოაღნიშნულისა, გაქვს უფლება მოითხოვო ჩვენ მიერ შეგროვებული შენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.

ფორმების შევსებისას მიღებული პერსონალური მონაცემები და მათი დამუშავება

ამ ვებ-გვერდზე არსებული რომელიმე ფორმის შევსების შემთხვევაში შენ გვაწვდი შენს ისეთ პერსონალურ მონაცემებს როგორიცაა, სახელი; გვარი; კომპანია – რომელსაც წარმოადგენ; ელექტრონული ფოსტა და ტელეფონის ნომერი.ჩვენ მიერ შენი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ვხელმძღვანელობთ საქართველოს კანონმდებლობით პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ.

ფორმაში საჭირო ველების შევსებით შენ ეთანხმები ჩვენ მიერ წინამდებარე პერსონალური მონაცემების დამუშავების და პირდაპირი მარკეტინგის მიზნით გამოყენების შესაძლებლობას. პირდაპირი მარკეტინგის საშუალებით შენ შესაძლოა ჩვენგან მიიღო შეტყობინებები პროგრამული პროდუქტის „ბალანსის“ და ჩვენი სხვადასხვა ტიპის მომსახურებების თაობაზე.ნებისმიერ დროს, უფლებამოსილი ხარ უარი განაცხადო ამგვარი შეტყობინებების მიღებაზე რის შემდეგაც ჩვენ შევწყვეტთ შენი მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნით გამოყენებას.

შენი პერსონალური მონაცემების ჩვენ მიერ დამუშავების მიზნები და პირობები მოცემულია ამ ვებგვერდზე განთავსებული კონფიდენციალობის პოლიტიკაში, რომელიც შეგიძლია ნახო ნებისმიერ დროს.ზემოაღნიშნული კონფიდენციალობის პოლიტიკა და მისი პირობები ავტომატურად დადასტურებულია შენ მიერ ჩვენი ვებ გვერდის გამოყენებისა და ვებ გვერდზე რეგისტრაციის გავლის პროცესში.

Caucasus Premium Lubricants-ის ვებ გვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენების წესები და პირობები

წინამდებარე დოკუმენტში თქვენ ეცნობით შპს „კავკაზუს პრემიუმ ლუბრიკანტსის“ ვებგვერდის მოხმარების წესებსა და პირობებს. ამ წესების და პირობების გაცნობით, ჩვენ გვსურს, რომ თქვენ მოგაწოდოთ ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია საიტის მომხმარებელსა და მოხმარებასთან. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ სარგებლობთ ჩვენი ვებგვერდებით, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენი ვებგვერდის გამოყენების პირობებს.საიტის გამოყენების წესები და პირობები წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულებას თქვენ და ჩვენ შორის. თქვენ მიერ ამ პირობებზე დათანხმება ავტომატურად მოგაქცევთ საიტის გამოყენების წესების და პირობების მოქმედების სფეროში და გულისხმობს იმას, რომ თქვენთვის ცნობილია საიტის გამოყენების წესები და პირობები და სრულად ეთანხმებით მათ.

საავტორო უფლებები

ის მასალა, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე, მათ შორის ჩვენი სავაჭრო ნიშნ(ებ)ი, ლოგო, განკუთვნილია არაკომერციული გამოყენებისთვის, დაცულია საავტორო უფლებებით, წარმოადგენს შპს ბიდიო სოლუშენსის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს და მათზე სრულად ვრცელდება შპს ბიდიო სოლუშენსის საკუთრების, საავტორო და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა თანმდევი ქონებრივი და არაქონებრივი უფლება. აკრძალულია ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მთლიანად ან ნაწილობრივ გამოქვეყნება, რეპროდუქცირება, დისტრიბუცია, შესრულება, მოდიფიცირება, გარდაქმნა, გადაცემა, შენახვა ან ნებისმიერი სხვა ფორმითა და საშუალებით .

პასუხისმგებლობის შეზღუდვა

ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელნი დამდგარი შედეგისათვის, რომელიც მოიცავს პირდაპირ, არაპირდაპირ, სპეციალურ, შემთხვევით, მიზეზ-შედეგობრივ, არასახელშეკრულებო ზიანს, რაც გამოწვეულია ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის გამოყენებით. ჩვენ არ ვიძლევით გარანტიას იმაზე, რომ სერვისებით ან მათი ცალკეული კომპონენტებით სარგებლობა იქნება კომპიუტერული ვირუსებისგან დაცული. ვებგვერდზე წარმოდგენილი შინაარსის ხელმისაწვდომობა შესაძლოა დამოკიდებული იყოს საძიებო სისტემის ფუნქციებსა და შეზღუდვებზე. ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ შემთხვევებში, თუ ვებგვერდის შემადგენელი გარკვეული კომპონენტები არაა ხელმისაწვდომი თქვენთვის. აგრეთვე, ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმ ზიანზე (ზარალზე), რომელიც, შესაძლოა, ჩვენი სერვისების ან მათი ცალკეული კომპონენტების შეფერხებით ან დაგვიანებით მოწოდებამ გამოიწვიოს.

ცვლილებები

ჩვენ უფლება გვაქვს ნებისმიერ დროს შევიტანოთ ცვლილება წინამდებარე წესებსა და პირობებში. ასევე, შესაძლებელია მოხდეს ვებგვერდის ცვლილება/რედიზაინი ან შეიცვალოს მასზზე განთავსებული ინფორმაცია. ჩვენ არ ვართ ვალდებულნი გაცნობოთ ამის შესახებ.

მოქმედი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა

ვებ-გვერდის გამოყენების წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და უნდა განიმარტოს მის შესაბამისად, მიუხედავად იმისა, თქვენ ცხოვრობთ თუ არა საქართველოში. ჩვენ წინააღმდეგ მიმართული ყოველგვარი სარჩელი და ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშვება ამ საიტის გამოყენების წესების და პირობების დებულებებთან, თქვენ მიერ უნდა წარედგინოს მხოლოდ საქართველოს სასამართლოებს.