ორგანიზაციებში, განსაკუთრებულად დიდ როლს თამაშობს შიდა ქსელის გამართულად მუშაობა, მისი ოპტიმიზაცია და უსაფრთხოება. მნიშვნელოვანია სწორი კაბელირება, ოპტიმალური უსადენი გადამცემი წერტილების შერჩევა სხვადასხვა არქიტექტურის მქონე ოფისებში. სენდი დაგეხმარებათ დანერგოთ პრაქტიკაში გამოცდილი ტექნოლოგიები თქვენი კომპანიისთვის. ჩვენთან შიდა ქსელის მონტაჟი და ადმინისტრირება ხორციელდება რამდენიმე ეტაპად:
ანალიზი და დაგეგმვა
პირველ ეტაპზე მოხდება თქვენი კომპანიის არქიტექტურის ანალიზი და ოპტიმალური საკომუნიკაციო წერტილის შერჩევა, ცენტრალური მართვისთვის, სადაც განთავსდება საკომუნიკაციო კარადა. შემდეგ თქვენი მოთხოვნებისა და ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით დავგეგმავთ ქსელის ტოპოლოგიას.
კაბელირება
მეორე ეტაპია კაბელირება. პირველ ეტაპზე შედგენილი ქსელის ტოპოლოგიის ნახაზის მიხედვით, ჩვენი სპეციალისტები მოახდენენ თქვენი ოფისის კაბელირებას. მოხდება თითოეული კაბელის მარკირება / დანომვრა, რათა ნებისმიერ აიტი სპეციალისტს გაუმარტივდეს შემდგომი სამუშაოები.
კაბელირების მომსახურება მოიცავს:
- ქსელის მონტაჟისთვის საჭირო მასალის უზრუნველყოფა;
- კაბელის არხების მონტაჟი;
- FTP/UTP (Cat5e, Cat6) კაბელის გაყვანა;
- მათ მენეჯმენტს საკომუნიკაციო კარადაში;
- კაბელების დაბოლოებებზე RJ45 ჯეკების დასმას / როზეტებში ჩასმას;
- თითოეული კაბელის ტესტირებასა და მარკირებას.
უკაბელო (Wi – Fi) კავშირის წერტილების განსაზღვრა
მესამე ეტაპზე განისაზღვრება უკაბელი ქსელის მონტაჟის ოპტიმალური წერტილები რათა თქვენი ოფისის ნებისმერ სასურველ წერტილში გქონდეთ უკაბელო წვდომა ინტერნეტსა და შიდა ქსელზე.
აპარატურის კონფიგურაცია
მეოთხე და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი – აპარატურის კონფიგურაციაა. ჩვენი ქსელის ინჟინრები მოახდენენ მარშრუტიზატორების კონფიგურაციას, როგორებიცაა Cisco, Mikrotik, Ubiquiti და ა.შ. მათ უსაფრთხოებასა და მათზე წვდომის უფლებებს. ჩვენი გამოცდილება, თქვენი საიმედო და უწყვეტი კავშირის გარანტია.
სერვისის ღირებულების ცხრილი:
სერვისის დასახელება |
ფასი * |
||||||
კედლის საკომუნიკაციო კარადის (რეკის) აწყობა |
80 ლ. |
||||||
კედლის საკომუნიკაციო კარადის (რეკის) კედელზე მონტაჟი |
150 ლ. |
||||||
24 პორტიანი პაჩ-პანელის აწყობა |
200 ლ. |
||||||
ერთი მეტრი ღია კაბელის გაყვანა |
5 ლ. |
||||||
ერთი მეტრი კაბელის გოფრირება |
4 ლ. |
||||||
ერთი მეტრი კაბელ არხის მიმაგრება |
5 ლ. |
||||||
ერთი მეტრი 5მმ-მდე ტროსის გაჭიმვა |
5 ლ. |
||||||
ერთი მეტრი საჰაერო (DROP) ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაჭიმვა |
4 ლ. |
||||||
ერთი წვერი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შედუღება (10 წვერამდე) |
100 ლ. |
||||||
ერთი წვერი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის შედუღება (10-დან 30 წვერამდე) |
80 ლ. |
* ფასები შეიცავს დღგ-ს.
ასევე შეიძლება დაგაინტერესოთ: სასერვერო მომსახურება